19 Temmuz 2016 Salı

დამატებითი კვება - ნაწილი 1


დამატებითი კვების დაწყება კვების ფორმის მიუხედავად (ბუნებრივი , ფორმულა ) მე-6 თვიდან არის რეკომენდირებული.
უპრობლემო კუჭის მონელების და ასაკის შესაბამისი განვითარების შემთხვევაში მე-5 თვიდანაც შეიძლება დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია დაეკოთხოთ ექიმს რომელიც გარკვეული შუალედებით აკვირდება თქვენი შვილის განვითარებას.

თქვენი პატარის ქცევები მიგანიშნებთ იმაზე არის თუ არა ის მზად დამატებითი საკვებისთვის. 
თუ სწორად ზის და თავ დამოუკიდებლად იჭერს,
გარშემო საჭმლის შემჩნევის შემთხვევაში ინტერესდება და თავით თვალყურს ადევნებს
და კოვზით რამის მიწოდების შემთხვევაში უარს არ გეუბნებათ ე.ი თავისუფლად შეგიძლიათ ამ გრძელ და დამღლელ გზაზ დაადგეთ :)

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში არ შეწყვიტოთ დედის რძე (ფორმულა).
ამ შემთხვევაში კარგი იქნება თუ დამატებითი კვების მერე შესთავაზებთ რძეს.
ამ გზით კოვზით მიღებული საკვები ყველაზე მოშიებულ პერიოდს დამთხვევა და ალბათობა რომ უარი გითხრათ ნაკლები იქნება.

დასაწყისისთვის დღეში მხოლოდ ერთი ულუფით შემოიფარგლეთ და დროთა განმავლობაში მოუმატეთ, 30-40 მლ დაიწყეთ (პატარა ყავის ფინჯანი), 1 თვის შემდეგ შეგიძლიათ 60-70 მლ ახვიდეთ.


აუცილებელია 3 დღის წესი დაიცვათ.
ეს წესი ყოველი ახალი პროდუქტის მიცემის შემთხვევაში დაიცავით თუნდაც 2 წლის იყოს თქვენი პატარა. ასე მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ არის თუ არა ალერგიული და რაზე.


არ დააძალოთ !
მოსწონს თუ არა ესა თუ ის საკვები თქვენი პატარა გასინჯვისთანავე მოგცემთ სიგნალს :), ამიტომ აუცილებელია ძალა არ დაატანოთ. აცადეთ დაივიწყოს გემო და გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ შესთავაზეთ.


რაც ყველაზე მთავარია მოთმინება ! მოთმინება და კიდევ მოთმინება !
პატარების ენა თავიდან ისეა არის განვითარებული რომ საკვებს უკნიდან წინ აბრუნებს ანუ სრულიად ბუნებრივია ის რომ უკან გადმოგიყაროთ მთელი მონდომებით მომზადებული ხილფაფა. თუმცა ზოგი ბავშვი უპრობლემოდ იღებს სიახლეებს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და თქვენი პატარები სხვებს არ შეადაროთ.
დამერთადერთი თქვენი მეგობარი მოთმინება იქნება ამ პერიოდში :)


ჰიგიენა

  • საკვების მომზადების წინ ხელები აუცილებლად დაიბანეთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ ჭურჭლის სისუფთავეს.
  • მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული ჯერ ფურცელ ფურცელ გარეცხეთ, შემდეგ 10-15 წუთი ძმრიან წყალში გააჩერეთ საათითაოდ ამოიღეთ წყლიდან, ამ გზით ზედ არსებული მიწა ქვემოთ ჩაილექება. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი.
  • მომზადებული საკვები დიდხანს არ გააჩეროთ და მაშინვე აჭამეთ. სასურველი და რეკომენდირებულია საკვები ყოველდღიურად მომზადდეს.
  • შესანახი ჭურჭელი აუცილებლად შუშის ან BPA free პლასტმასის უნდა იყოს.
  • პლასტმასის ჭურჭელი ჭურჭლის სარეც მანქანაში არ გარეცხოთ. არსებობს სპეციალური სარეცხი სითხეები ბავშვებისათვის.

მაგიდა-სკამის შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვლი
  • უნდა ქონდეს მინიმუმ 2 ჯდომის პოზიცია
  • მოძრავი წინა მაგიდა
  • არ უნდა ქანაობდეს
  • არ უნდა სრიალებდეს
  • ბავშვი თავისუფლად უნდა ჯდებოდეს , ჩაჭყლეტილი არ უნდა იყოს
  • ფართე ძირიანი
  • ღვედებიანი
  • ადვილად გასასუფთავებელი
  • საჯდომი პირი უნდა ძვრებოდეს და ცალკე ირეცხებიდეს

გაგრძელება მე-2 ნაწილში :)