5 Aralık 2016 Pazartesi

რეცეპტები 6-9 თვე (ნაწილი 3)

მაწონი


1 ლტ რძეს ვადუღებთ და ცეცხლიდან ვიღებთ.
თავიდან სასურველია ნაღები მოხადოთ.
ცოტა შეაგრილეთ. ნეკა თითს 10 წამი თუ აჩერებთ რძეში ე.ი ჩადედების დროც დამდგარა :)
1 სუფრის კოვზ ნატურალურ მაწონს ვამატებთ და ვურევთ.
სასურველ ჭურჭელში ვანაწილებთ.
მე გაზქურის სინზე პირსახოცი დავაფინე, ზემოდან მაწვნის ჭურჭელი დავალაგე, ზემოდანაც პირსახოცით შევფუთე და გაზქურაში შევდგი. რა თქმა უნდა გამორთულ გაზქურაში, ნაკლები ჰაერის მოძრაობა რომ იყოს იმიტომ :)
ღამე თუ მოამზადებთ დილისთვის უკვე ჩადედებული იქნება. უკეთესი შედეგისთვის დილით მაცივარში თუ შედებთ 1-2 საათი მით უკეთესი. გემრიელად მიირთვით.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მაწონი მსხლის პიურეთი

1/2 პატარა მსხალი
2 სუფრის კოვზი მაწონი

მსხალი გაფრცქვენით, შიგთავსისგან გაანთავისუფლეთ და მინის სახეხზე გაგხეხეთ.
თუ მზა მაწონს ხმარობთ გახეხილი მსხალი წვენიანად დაამატეთ.
თუ სახლში გაკეთებულმაბონს ხმარობთ მაშინ წვენი გადაწურეთ თორემ ძალიან წყალწყალა გამოვა.

* ასევე შეგიძლიათ ვაშლი, გარგარი, ქლიავი, ატამი სეზონური ხილი დაამატოთ.
გასასქელებლად და კვებითი გასასქელებისის მოსამატებლად შეგიძლიათ 1 კოვზი მზა ფაფა დაამატოთ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მაწონი ბანანით

4-5 ნაჭერი ბანანი
2 სუფრის კოვზი მაწონი
1 ჩაის კოვზი ყურძნის ბაქმაზი (უშაქრო)

ბანანი ჩანგლით დაჭყლითეთ.
მაწონი დაამატეთ და ერთდვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.
შემდეგ ბაქმაზი დაამატეთ.