29 Kasım 2016 Salı

რეცეპტები 6-9 თვე (ნაწილი 2)

ბოსტენეულის წვნიანი 1

ინგრედიანტები

1/2 პატარა კარტოფილი
1/2 პატარა სტაფილო
1/2 პატარა ყაბაყი
1-2 ცალი მწვანე ლობიო ან ბარდა
1/2 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
300 მლ წყალი
1 ჩაის კოვზი ბრინჯი ( თუ თქვენს პატარას შეკრულობისკენ არ აქვს მიდრეკილება)

მომზადება

კარტოფილი, სტაფილო და ყაბაყი პატარა კუბიკებად დაჭერით
ხახვი და ნიორი მთლიანი დატოვეთ
თუ მწვანე ლობიოს ამატებთ გვერდები ჩამოათალეთ

ორთქლზე

თუ ბრინჯის დამატებას აპირებთ წინასწარ 50 მლ წყალში 10 წუთი მოხარშეთ.
ბრინჯი და ბოსტენული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ , ზემოდან ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 20-25 წუთი მოხარშეთ.
პირველ ეტაპზე ხახვი და ნიორი მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ და დანარჩენი ნაწილი ისე დააბლენდერეთ.

ქვაბში

ბოსტენული, ბრინჯი და წყალი ერთ ქვაბში მოათავსეთ და 20-25 წუთი ხარშეთ.
პირველ ეტაპზე ხახვი და ნიორი მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ და დანარჩენი ნაწილი ისე დააბლენდერეთ.
დროთა განმავლობაში ჯერ ნახევარი ხოლო შემდეგ მთლიანი შეგიძლიათ დატოვოთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბოსტენეულის წვნიანი 2

ინგრედიანტები

1/2 პატარა კარტოფილი
1 პატარა ხახვი ან 1/2 ცალი პრასის თეთრი ნაწილი
1 კბილი ნიორი
1-2 ფოთოლი ისპანახი
1-2 ცალი ბროკოლის ყვავილი ან 1 ნაჭერი ნიახურის ფესვი
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
300 მლ წყალი
1 ჩაის კოვზი ბრინჯი ( თუ თქვენს პატარას შეკრულობისკენ არ აქვს მიდრეკილება)

მომზადება

კარტოფილი, სტაფილო პატარა კუბიკებად დაჭერით
ხახვი და ნიორი მთლიანი დატოვეთ. თუ პრასს ხმარობთ ხახვი არ დაამატოთ.

ორთქლზე

თუ ბრინჯის დამატებას აპირებთ წინასწარ 50 მლ წყალში 10 წუთი მოხარშეთ.
ბრინჯი და ბოსტენული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ , ზემოდან ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 20-25 წუთი მოხარშეთ.
პირველ ეტაპზე ხახვი და ნიორი მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ და დანარჩენი ნაწილი ისე დააბლენდერეთ.


ქვაბში

ბოსტენული, ბრინჯი და წყალი ერთ ქვაბში მოათავსეთ და 20-25 წუთი ხარშეთ.
პირველ ეტაპზე ხახვი და ნიორი მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ და დანარჩენი ნაწილი ისე დააბლენდერეთ.
დროთა განმავლობაში ჯერ ნახევარი ხოლო შემდეგ მთლიანი შეგიძლიათ დატოვოთ

* მე-7 თვიდან ამ წვნიანში 30-40 გრ წითელი ან ქათმის ხორცი შეგიძლიათ დაამატოთ , ან ბულიონი.



28 Kasım 2016 Pazartesi

რეცეპტები 6-9 თვე (ნაწილი 1)

ხბოს ბულიონი - მომზადება და შენახვა

300 გრ უცხიმო ხბოს ხორცი
1 პატარა სტაფილო
1 პატარა ხახვი
1/2 ნიახურის ფესვი ან ფოთოლი
ცოტა ოხრახუში
1 ლტ წყალი

გაფრცქვენით სტაფილო და ხახვი, დატოვეთ დაუჭრელი.
ნიახური და ოხრახუში გარეცხეთ კარგად და ასევე დატოვეთ დაუჭრელი.
ხორცი და დანარჩენი ინგრედიანტები ქვაბში გადაიტანეთ და 60-90 წუთი ხარშეთ. 
ამოიღეთ ხორცი და ბოსტენული, ბულიონი საყინულის ფორმბში ან შესაბამის ცელოფნებში ჩაასხით.

*მეტად კონცენტრირებული ბულიონ ჟელესთვის - ბულიონუ დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ.



- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

ქათმის ბულიონი - მომზადება და შენახვა

1 მთლიანი ნატურალური ქათამი
1 საშუალო ზომის სტაფილო
1 საშუალო ზომის ხახვი
2ლტ წყალი
ოხრახუში

გაფრცქვენით სტაფილო და ხახვი, დატოვეთ დაუჭრელი.
ოხრახუში გარეცხეთ კარგად და ასევე დატოვეთ დაუჭრელი.
ქათამი და დანარჩენი ინგრედიანტები ქვაბში გადაიტანეთ და 90 წუთი ხარშეთ. 
ამოიღეთ ქათამი და ბოსტენული, ბულიონი საყინულის ფორმბში ან შესაბამის ცელოფნებში ჩაასხით.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

ხორცის  კუბიკები

300 გრ მოხარშული უცხიმო ხბოს ხორცი
500 ლტ ბულიონი

ხორცი და ბულიონი დააბლენდერეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხით.
საჭმლის მომზადებისას შეგიძლიათ თითო კუბიკი გამოიყენოთ. 
ამ გზით 1 პორცია საჭმელში 30 გრ ხორცს ან 50 მლ ბულიონს ამატებთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

ქათმის კუბიკები

250 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
500 ლტ წყალი

ქათამი და ბულიონი დააბლენდერეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხით.
საჭმლის მომზადებისას შეგიძლიათ თითო კუბიკი გამოიყენოთ. 
ამ გზით 1 პორცია საჭმელში 30 გრ ხორცს ან 50 მლ ბულიონს ამატებთ.




21 Kasım 2016 Pazartesi

რეცეპტები - 6 თვიდან (ნაწილი 3 )




ვაშლის კომპოტი

1 ვაშლი
50 მლ წყალი

ვაშლი გაფრცქვენით ფაიფურის/ფლასტმასის დანით. თესლისგან და მაგარი ადგილებისგან გაანთავისუფლეთ.
პატარა კუბებად დაჭერით და ზემოდან წყალი დაასხით.
7-8 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
საჭიროების შემთხვევაში ცოტა წყალი კიდევ დაამატეთ.

შემდეგ პერიოდში მცირეოდენი დარიჩინის დამატებაც შეგიძლიათ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ხილის კომპოტი

50 გრ გარგარის ჩირი
50 გრ ქლივის ჩირი
1 პატარა ვაშლი
1 პატარა მსხალი ან 3 ცალი გარგარი
1 ცალი დარიჩინის ჩხირი
500 მლ წყალი

ქლიავის და გარგარის ჩირი  დაჭერით.
მსხალი და ვაშლი გაფრცქვენით და კუბებად დაჭერით.
წყალი და დარიჭინი დაამატეთ და 10-15 წუთი ხარშეთ.
შემდეგ დააბლენდერეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გოგრის პიურე

30 გრ გასუფთავებული და პატარა კუბებად დაჭრილი გოგრა
3 სუფრის კოვზი წყალი
სურვილისამებრ დარიჩინი

ორთქლზე
გოგრა ორთქლის აპარატზე მოათავსეთ.
ქვაბის ქვემოთ ჩაასხით წყალი ისე რომ გოგრას არ შეეხოს.
20 წუთი დარბილებამდე მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.

ქვაბში
ინგრედიანტები ქვაბში მოთავსეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გოგრის და ვაშლის პიურე

30 გრ გასუფთავებული და პატარა კუბებად დაჭრილი გოგრა
1/2 ვაშლი
3-4 სუფრის კოვზი წყალი
სურვილისამებრ დარიჩინი

ორთქლზე
კუბებად დაჭრილი და გასუფთავებული ვაშლი და გოგრა ორთქლის აპარატზე მოათავსეთ.
ქვაბის ქვემოთ ჩაასხით წყალი ისე რომ გოგრას არ შეეხოს.
20 წუთი დარბილებამდე მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.


ქვაბში
ინგრედიანტები ქვაბში მოთავსეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.

16 Kasım 2016 Çarşamba

რეცეპტები - 6 თვიდან (ნაწილი 2 )





ვაშლის პიურე

1/2 ვაშლი

ვაშლი გაფრცქვენით ფაიფურის/ფლასტმასის დანით. თესლისგან და მაგარი ადგილებისგან გაანთავისუფლეთ.
მინის სახეხზე გახეხეთ.
წვენი და რბილობი ერთმანეში შეურიეთ და ისე აჭამეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მსხლის პიურე

1/2 მწიფე მსხალი

მსხალი გაფრცქვენით ფაიფურის/ფლასტმასის დანით. თესლისგან და მაგარი ადგილებისგან გაანთავისუფლეთ.
მინის სახეხზე გახეხეთ.
წვენი და რბილობი ერთმანეში შეურიეთ და ისე აჭამეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ატმის პიურე

1/2 მწიფე და რბილი ატამი
2-3 ნაჭეი ბანანი

ატამი გაფრცქვენით ფაიფურის/ფლასტმასის დანით. თესლისგან და მაგარი ადგილებისგან გაანთავისუფლეთ.
მინის სახეხზე გახეხეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.
ბანანიც ჩანგლით დაჭყლიტეთ და ერთმანეთში აურიეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გარგარის პიურე

2 ცალი მწიფე გარგარი

გარგარი გაფრცქვენით ფაიფურის/ფლასტმასის დანით. თესლისგან და მაგარი ადგილებისგან გაანთავისუფლეთ.
მინის სახეხზე გახეხეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.

(კუჭის აშლის შემთხვევაში გარგარი არ მისცეთ)
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გარგარის და ბანანის პიურე

2 ცალი მწიფე გარგარი
2-3 ნაჭერი ბანანი

გარგარი გაფრცქვენით ფაიფურის/ფლასტმასის დანით. თესლისგან და მაგარი ადგილებისგან გაანთავისუფლეთ.
მინის სახეხზე გახეხეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ.
ბანანიც ჩანგლით დაჭყლიტეთ და ერთმანეთში აურიეთ.
საჭიროების შემთხვევაში გასათხელებლად წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ

14 Kasım 2016 Pazartesi

რეცეპტები - 6 თვიდან (ნაწილი 1 )

თავიდან პიურე ცხიმის გარეშე , 1-2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი ჩაუმატოთ.


სტაფილოს და კარტოფილის პიურე

1/2 სტაფილო
1/2 კარტოფილი
1-2 ღერი ოხრახუში
1/2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
250 მლ წყალი

სტაფილო და კარტოფილი პატარა კუბებად დაჭერით.
ოხრახუში წვრილად დაკუწეთ.

ორთქლზე
სტაფილო და კარტოფილი ორთქლის აპარატზე დაალაგეთ.
ზემოდან 1/2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი მოატარეთ.
ქვაბის ქვემოთ ჩაასხით წყალი ისე რომ ბოსტნეულს არ შეეხოს.
20 წუთის განმავლობაში ხარშეთ, სანამ არ დარბილდება .
ჩანგლით დაჭყლიტეტ ან ცოტა წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

ქვაბში
ინგრედიანტები ქვაბში მოთავსეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.
ჩანგლით დაჭყლიტეტ ან ცოტა წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ და დააბლენდერეთ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


ბოსტნეულის პიურე

1/4 სტაფილო
1/4 კარტოფილი
1-2 ბროკოლის ყვავილი
1-2 ფოთოლი ისპანახი
1 ჩაის კოვზი ბრინჯი
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
250 მლ წყალი

ორთქლზე
ბრინჯი წინასწარ 10 წუთი მოხარშეთ.
ნახევრად მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ.
ზემოთად ზეითუნის ზეთი მოასხით,
20 წუთი დარბილებამდე მოხარშეთ.
დააბლენდერეთ.

ქვაბში
ინგრედიანტები ქვაბში მოთავსეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.
დააბლენდერეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


ყაბაყის პიურე

1/2 ყაბაყი
1/2 სტაფილო
1 ჩაის კოვზი ბრინჯი
ცოტა კამა
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
250 მლ წყალი

ორთქლზე
ბრინჯი წინასწარ 10 წუთი მოხარშეთ.
ნახევრად მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ.
ზემოთად ზეითუნის ზეთი მოასხით,
20 წუთი დარბილებამდე მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ,
საჭიროების შემთხვევაში გასათხელებლად წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ

ქვაბში
ინგრედიანტები ქვაბში მოთავსეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ,
საჭიროების შემთხვევაში გასათხელებლად წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ



- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბოსტნეულის პიურე

1/4 სტაფილო
1/4 კარტოფილი
1/4 ყაბაყი
1-2 ღერი ოხრახუში
1 ჩაის კოვზი ბრინჯი
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
250მლ წყალი

ორთქლზე
ბრინჯი წინასწარ 10 წუთი მოხარშეთ.
ნახევრად მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ.
ზემოთად ზეითუნის ზეთი მოასხით,
20 წუთი დარბილებამდე მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ,
საჭიროების შემთხვევაში გასათხელებლად წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ

ქვაბში
ინგრედიანტები ქვაბში მოთავსეთ და 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ.
დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ,
საჭიროების შემთხვევაში გასათხელებლად წყალი, ფორმულა ან დედის რძე დაუმატეთ


არ დაგავიწყდეთ რომ საჭმელი ყოველი კვების წინ ახლად უნდა მომზადდეს!

8 Kasım 2016 Salı

დამატებითი კვება - ნაწილი 4

მარცვლეული

მარცვლეული ბ ვიტამინის (ბ12 ის გარდა) მხრივ საკმაოდ მდიდარი პროდუქტია.
დამატებითი კვების დაწყებისას ჯერ სათითაოდ შემდეგ შერეულად გამოყენება შესაძლებელია. ბოლო დროს თეთრი ბრინჯის ნაცვლად ყავისფერი, თეთრი ფქვილის ნაცვლად ხორბლის (whole wheat) გამოყენება არის რეკომენდირებული.

დასაწყისისთვის ნატურალური მარცვლეულის ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მე-6 თვიდან ბრინჯის (baby rice) ან შვრიის ფქვილი , ხოლო მე-9 თვიდან შერეული მარცვლეულის ფქვილზე გადასვლა შესაძლებელია. სისქის დასარეგულირებლად საუზმეზე ან წვნიანში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მარცვლეულში არსებულ გლუტენზე ალერგიულობის შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით სპეციალური კვების რეჟიმი ინიშნება.


გლუტენის შემცველი მარცვლეული

  • ქერი
  • ხორბალი
  • ბულგური
  • semolina
  • ხორბლის ქატო
  • ჭვავი
  • შვრია (მცირე რაოდენობით გლუტენს შეიცავს)

უგლუტენო მარცვლეული
  • ბრინჯი
  • კინოა
  • სოია
  • სიმინდი
  • მუხუდო
  • სელი
  • ფეტვი


პირველი ბოსტნეული
  • ყაბაყი
  • კარტოფილი
  • სტაფილო
  • ბროკოლი
  • ნიახურის ფესვი
  • ისპანახი
  • გოგრა
  • ბარდა
  • არტიშოკი

პირველი ხილი
  • ვაშლი
  • მსხალი
  • გარგარი
  • ატამი
  • ბანანი
  • კარალიოკი
  • ციტრუსი ( მე-9 თვიდან)
  • ყურძენი ( მე-9 თვიდან)
  • ავოკადო ( მე-9 თვიდან)

კუჭის შეკრულობის დროს დამხმარე ბოსტნეული/ ხილი
  • ყაბაყი                                                     
  • ისპანახი
  •  ოხრახუში
  • კამა
  • მსხალი
  • გარგარი
  • ნესვი
  • საზამთრო
  • ქლიავი

კუჭის აშლის დროს დამხმარე ბოსტნეული / ხილი
  • კარტოფილი
  • სტაფილო
  • ბრინჯი
  • ვაშლი
  • ატამი
  • ბანანი

5 Kasım 2016 Cumartesi

დამატებითი კვება - ნაწილი 3


ალერგია

საკვების რაოდენობა და სახე დიდ როლს თამაშობს მყარი კვების დაწყებისას.
ასევე აუცლებელია სწორი დრო.
კვებითი ალერგიის შესამჩნევად კანს და განავალს უნდა დაუკვირდეთ.
კუჭის აშლილობა/შეკრულობა , შებერილობა , კანზე სიწითლე , ხრიალით სუნთქვა, გულის რევის შეგრძნება და რევა ალერგიული რეაქციის ნიშნებია.
თუ თქვენ ოჯახის წევრს რაიმე პროდუქტზე აქვს ალერგია, ადვილად შესაძლებელია რომ თქვენს პატარასაც იგივე პროდუქტზე ქონდეს ალერგია, გენეტიკა .
განსაკუთრებით აუცილებელია ექიმს გაუზიაროთ ეს ინფორმაცია ალერგიული მშობლების შემთხვევაში.
თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს ალერგია შვილში განმეორების ალბათობა %50 ია, ხოლო თუ ორივე მშობელს აქვს მაშინ %75.
დღეის ინფორმაციით ალერგიის ალბათობის მატარებელ ბავშვებისათვისაც კი მყარი კვების დაწყების ასაკი 6 თვეა.
თვალყურისათვის პროდუქტების 3 დღის წესით დაცვით  მიცემა მნიშვნელოვანია.
ასევე ორი ახალი საკვების ერთდროულად მიცემა არ შეიძლება. მაგ. დაიწყეთ სტაფილოთი, 3 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ მიეცით მცირე რაოდენობით სტაფილო, შემდეგი 3 დღე ბროკოლი. ორივე ერთდროულად არა.

აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ ალერგიის ნიშნები ყოველთვის ალერგია არ ნიშნავს. მაგ. ისპანახის, ფორთოხლის, პომიდვრის ჭამის შემდეგ პირის გარშემო სიწითლე კანის გაღიზიანება და არა ალერგიაა.


ყველაზე ალერგიულო პროდუქტები
  • ძროხის რძე
  • სოია
  • კვერცხი
  • peanut
  • ხორბალი
  • ნიგოზი
  • თევზი
  • ზღვის სხვა პროდუქტები
  • მარწყვი
  • პომიდორი
  • ცისტრუსები


ალერგიის თავიდან ასაცილებლად
  • დედის რძე ალერგიის განვითარებას უშლის ხელს
  • მყარ კვებაზე გადასვლა მე-6 თვიდან არის რეკომენდირებული
  • ახალი ფროდუქტები ცალ-ცალკე და 3 დღის წესის დაცვით უნდა მივცეთ
  • ძროხის რძე მხოლოდ 1 წლის შემდეგ შეიძლება მივცეთ (მაწონი 8 თვიდან http://metesmom.blogspot.com.tr/2016/04/blog-post.html)
  • გენეტიკურად არსებული ალერგიის საფრთხის შესახებ ექიმს თავიდანვე აცნობეთ 

საშუალო და მძიმე ალერგიული ნიშნის მატარებელი ბავშვები აუცილებელია სპეციალისტმა გასინჯოს. პირველი რაც შეიძლება გაკეთდეს არის ალერგიის გამომწვევი საკვების რაციონიდან ამოღება. დროთა განმვლობაში კანის და სისხლის ანალიზებით შეიძლება შემოწმდეს გაიარა თუ არა ალერგიამ.


1 წლამდე აკრძალული პროდუქტი
  • ძროხის რძე
  • თაფლი
  • კვერცხის ცილა
  • მარილი
  • შაქარი    
http://metesmom.blogspot.com.tr/2016/01/blog-post.html

გაგრძელება მე-4 ნაწილში :)

3 Kasım 2016 Perşembe

დამატებითი კვება - ნაწილი 2

მყარ კვებაზე გადასვლა ზოგისთვის გრძელი და დამღლელი, ზოგისთვისაც უმნიშვნელო დეტალია.
მთავარია გვახსოვდეს რომ ბავშვს არ უნდა დავაძალოთ ჭამა .

მნიშვნელოვანია დამატებითი კვება დავიწყოთ ბოსტნეულის პიურეებით და არა ხილის წვენით რადგან ადვილად მიიღოს ახალი გემო.
დასაწყისისთვის პიურე თხელი და ადვილად ჩასაყლაპი უნდა იყოს. შეგიძლიათ დედის რძით , ფორმულით ან წყლით გაათხელოთ.
დროთა განმავლობაში კარგია იკქნება თუ ნაკლებად ერთგვაროვან მასას შესთავაზებთ და ჩანგლით დაჭყლეტავთ.
ასევე კარგი იქნება თუ ხილს/ბოსტნეულს პირველად კარგად მოხარშულს, ხოლო შემდგომ ნაკლებ მოხარშულს მისცემთ.

ხილის და ბოსტნეულის მომზადების ყველაზე ჯანმრთელი გზა ორთქლია. ამ გზით კვებითი ღირებულება და ვიტამინები ნაკლებად იკარგება.
ორთქლზე მოსახარშად შეგიძლიათ გამოიყენოთ საწური ან სპეციალური აპარატი.




მეტალთან შეხებისას ხილი/ბოსტნეული კარგავს ვიტამინებს, ამიტომ კარგი იქნება თუ საჭრელად ფაიფურის, ხის ან პლასტმასის დანას გამოიყენებთ , ხოლო სახეხად სპეციალირო მინის სახეხი შეგიძლიარ გამოიყენოთ.





ხილი არა წვენის სახით არამედ რბილობთან ერთად გახეხილი უნდა მივცეთ. ადრე მყარ კვებაზე გადასვლა ხილის წვენით იწყებოდა. ალბათ ოჯახის უფროსების ამ გზისკენ მიგითითებენ მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ორგანიზმისთვის საჭირო ბოჭკო და ვიტამინები ხილის რბილობშია და არა წვენში. ასევე ხილის წვენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

პატარები მოუთმენლები არიან  , ამიტომ სანამ ყველაფერი მზად არ გექნებათ საკვებ სკმაზე არ დასვათ. დიდი ხნის ლოდინის და ჯდომის შემდეგ აუცილბლად დაიღლება და უარს გეტყვით ჭამაზე.
პირის საწმენდები და წინსაფრები მოიმარაგეთ.  :)
ამ ეტაპიდან შეგიძლიათ პლასტმასის ან სილიკონის წინსაფარი გამოიყონეთ , მარტივი გასარეცხია და ლაქებს არ იტოვებს. 
კარგი იქნება თუ სილიკონის პირიან, რბილ კოვზს გამოიყენებთ.

დაელოდეთ სანამ კარგად არ მოშივდება. 
შუალედები ბავშვის ასაკს და ნაჭამი საკვების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება.
ზოგადად 3 საათი უნდა იყოს.
თუ ფიქრობთ რომ წინა კვების დროს ნაკლები საკვები მიიღო და მოშივდება, მაშინ შემდეგი კვება 15-20 წუთით წინ გადმოწიეთ.


საჭმლის გადამუშავება

დამატებითი კვების დაწყების შემდეგ თქვენი პატარის განავალი მისი კვების სარკეა :)
ადვილად შეგიძლიათ განსაზღვროთ აქვს თუ არა მიდრეკილება შეკრულობის ან აშლილობისკენ. 
ნაჭამთან ერთან შეიცვლება ფერი, ფორმა და სუნი.
სახამბლით მდიდარმა კარტოფილმა, ბრინჯმა შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს.
მწვანე მცენარეებმა შეიძლება განავლის ფერი მუქისკენ შეცვალოს. ასევე მწვანე მცენარეები შეკრულობის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ჭარხალმა, სტაფილომ შეიძლება წითელი ფერი მისცეს.
დიდი რაოდეობით ბოჭკოს შემცველი ბოსტნეულის ან ხილის მიღებისას შეიძლება ბოჭკო მთლიანად გამოიდევნოს. 
ნუ დაგავიჭყდებათ რომ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება და ნუ შეგეშინდებათ. :)


წყალი

მივცეთ თუ არა წყალი?

პირველი 6 თვე როცა თქვენი პატარა მხოლოდ დედის რძეს ან ფორმულას იღებდა წყლის საჭიროება არ იყო.
ახლა როცა მყარ კვებაზე გადასვლა დაიწყო აუცილებელია წყალი მივცეთ/ შევთავაზოთ.
კვების განმავლობაში ბოთლით ან კოვზით დრო და დრო მიეცით.
თუ უარს გეტყვით ნუ დააძალებთ.
ისევე როგორც დიდები , პატარებიც ზაფხულში უფრო მეტ წყალს სვავენ ვიდრე ზამთარში.


გაგრძელება მე-3 ნაწილში :)