შედარებით პატარა რომ ვიყავი მეგონა - რადგან ძნელია მოძებნო ქართველი რომელსაც უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული -ძალიან განათლებულები ვიყავით ეს ქართველები.. ამიტომ თურქებს სულ ზემოდან დავყურებდი რადგან დიპლომიანების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რატომღაც პირდაპირ კავშირში მეგონა ერთმანეთთან უნივერსიტეტი და განათლება. ბავშვის ჭკუას რა ვუთხარი :)
მაშ შემდეგ რაც დედა გავხდი ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, უფრო მწვავედ განვიცდი,აღვიქვამ და ვრეაგირებ.
საკმაოდ ვღიზიანდები ტენდენციით რომლითაც თანამედროვე მშობელბის უმეტესობაა გატაცებული.
მიუხედავად იმისა რომ თურქ ქალებს არ აქვთ იმდენივე შანსი განათლების მიღების როგორც ქართველებს ბევრად აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდის წვრილმანებში. ამას ისიც უწყობს ხელს რომ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია ზიარდება ძალიან პროფესიონალი პედიატრების , ფსიქოლოგების და ბავშვთა კვების სპეციალისტების მიერ.
ყოველ წამს შესაძლებელია მიიღო და გააზიარო საჭირო ინფორმაცია.
ჩვენთანაც არის ასეთი ტენდენციის ჩამოყალიბების მცდელობა..
მცდელობა იმიტომ რომ სასარგებლოზე მეტად მარიაჟობაზე და ერთმანეთის დამცირებაზე უფრო არის ორიენტირებული ეს ყველაფერი.
საწყენია..
ნუ გვავიწყდება რომ ჩვენ არ ვზრდით ბავშვებს.
ჩვენ ვზრდით მომავალ მშობლებს, მეუღლეებს, საზოგადოებას..
ჩევენ მომავალს ვქმნით!
იცით რომ 7 მილიარდი ადამიანის DNM -ის 99,99% იდენტურია, განსახვავება მხოლოდ 0,01-შია. და ზუსტად ეს 0,01 განსახღვრავს იმას რიმ არცერთი ადამიანი მეორეს არ გავს და უნიკალურია. ანუ 7 მილიარდი კომბინაცია და უნიკალური ადამიანი.
ამ ფაქტს გავითვალისწინებთ სრულიად გასაგები და მისაღებია ჩემთვის რომ არავის არ ვგავარ და ზუსტად ისე არავინ ფიქრობს როგორც მე.
არავინ არავის არ გავს..
და ქალების, მარწუხებში მოქცეულ, დიდ ნაწილს რატომ გონიათ რომ ვიღაცის ორსულობა მეორისას უნდა გავდეს? თუ ერთი 9 თვის განმავლობაში სულ დაღლილად გრძნობდა თავს, ან სულ ფეხზე იდგა , სულ ჭამდა ან პირიქით, ბოლო დღემდე მუშაობდა ან 9 თვე იწვა აშ რატომ გონიათ რომ სხვაც ასე უნდა იყოს?
რატომ გვინდა ყველა ჩვენი იდენტური იყოს?
რატომ ვღიზიანდებით როცა განსხვავებულ აზრს ვისმენთ?
რატომ გვინდა თავს ჩვენი მართალი მოვახვიოთ ყველას?
და რატომ გვგონია რომ მარტო ჩვენ ვაჩენთ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ბავშვს რომლის მსგავსიც აღარასდროს მოევლინება?
ყველა ბავშვი მართლაც სასწაულია მანამ სანამ ჩვენ დაობებულ აზროვნებას მოვახვევთ თავს.
ეს ორსულობის სტრესი თუ გადააგორეთ ნუ გგონიათ ყველაფერმა ჩაიარა..
მერე იწყება ვინ როგორ იმშობიარა, ვინ რამდენი საათი ტკივილი აიტანა და ვინ როგორ უმტკივნეულოდ იმშობიარა,,
რას ვაჯიბრებთ?
ჩემი ამტანობა და შენი ერთმანეთის შესაბამისია დავიჯერო?
ის რომ შენ ბუნებრივად გააჩინე და მე საკეისროთი ჩემზე უკეთესი რით ხარ?
ვინ მოგცათ უფლება განკიცხვის ?
რით ხართ ჩემზე უკეთესი..
ამანაც თუ ჩაიარა მერე იმას აჯიბრებენ ვის რამდენი პედიატრი ყავს და რამდენ უაზრო წამალს აძლევენ ბავშვს.
ვინ როგორ ადრე და სრულიად უაზროდ აჭამა ბავშვს მწვადი... თუ შეეწინააღმდეგე ირონიულად გეტყვიან რომ ყველაზე ძვირადღირებულ პედიატრთან დადიან და მან ასე ურჩია...
უამრავი ლიტერატურა არსებობს როგორც ბეჭდური ისე ვირტუალური, ცოტა ინფორმაცია მოვიძიოთ და მთლად ბრმადაც ნუ ვენდობით ექიმებს. ისიც გაითვალისწინეთ რომ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმებით წერენ წამლებს მაშინ როდესა ძალიან მარტივი ხალხური რეცეპტით შეიძლება მორჩენა.
პატარა ასაკში გაუზრებლად გათხოვილები მაშინვე ბავშს რომ აჩენენ და თითქოს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდეთ ბავშვის მიმართ ისე აგრძელებენ ცხოვრებას რამდენად ნორმალურია?
მინდა გითხრათ რომ მარტო გაჩენა დედობას არ ნიშნავს..
ბავშვს პირევლი 2-3 წელი არაფერი ისე არ ჭირდება როგორც დედის სითბო.
დედა ჭირდება ბავშვს დედა !
რატომ გწყინთ როცა ძიძის ან ბებიის გაზრდილი ბავშვები არ გიჯერებენ და ისე არ იქცევიან როგორც თქვენ გაგიხარდებოდათ?!
არაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე როცა დედა ვალდებულია იმუშაოს მატერიალური მდგომარების გამო..
მერე ეს ძაან სვეცკობა ვაი მკერდი დამიპატარავდება რომ მოვაწოვო...
თავიდანვე მინდა გამოვყო ის დედები ვისაც უბრალოდ რძე არ აქვთ ან სხვა მიზეზების გამო ვერ აწოვებენ..
მეთეს შემდეგ ჩემი ცხოვრება მის გარშემო ტრიალებს და ერთი წამითაც არ მიფიქრია არ მომეწოვებინა მაშინაც კი როცა ტკივილისგან სული მიმწარდებოდა.
ძუძუს წოვების დროს დედასა და შვილს შორის ისეთი კავშირი მყარდება რომელსაც ვერაფრით ვერ შეცვლით. ამ დროს იბადება უძლიერესი სიყვარული.
ის რომ პირველი 6 თვე ბავშვს მხოლოდ დედის რძე ჭირდება(ფორმულა ძუძუთი კვების არ არსებობის შემთხვევაში) და არანაირი სხვა დამატებითი საკვები მთელ მსოფლიოში გამოკვლეული და მიღებულია.
მხოლოდ 6 თვის შემდეგ არის დასაშვები მინიმალური რაოდენობის საკვების მიცემა.
7 თვის ბავშვის კვების 85% პროცენტს ისევ დედის რძე უნდა შეადგენდეს და აშ.
ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის და დაინტერესების შემთხვევაში ინტერნეტის საშუალებით აურაცხებელი ინფორმაცია მოიძიებაა შესაძლებელი.
ყველაზე მთავარი აღზრდაა მაგრამ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გრაფებს ცარიელს ტოვებ ბავშვების გაზრდაში ბუნებრივია რომ მათ აღზრდის მეთოდებშიც ეჭვი ეპარება ადამიანს..
ვვოტა გრძელი კი გამომივიდა მაგრამ უთქმელობა ვნებს ადამიანის ფსიქიკას :)