15 Haziran 2017 Perşembe

რეცეპტები 9-12 თვე (ნაწილი 5)

Baby risotto

ინგრედიანტები

1 ყავის ჭიქა ბრინჯი
1/2 პატარა ყაბაყი
1/2 პატარა სტაფილო
1 პატარა პამიდორი
1/2 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი2 ს/კ ზეითუნის ზეთი
500 მლ ქათმის ბულიონი
basil

მომზადება

- ყაბაყი და კარტოფილი პატარა კუბიკებად დაჭერით
- პამიდორი გაფრცქვენით და გახეხეთ
- ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით. ზეითუნის ზეთში სტაფილოსთან ერთად მოთუშეთ
- ყაბაყი, ბრინჯი და პამიდორი დაამატეთ
- ჯერ ბულიონის ნახევარი დაამატეთ, მოურიეთ და 10 წუთის შემდეგ მეორე ნახევარი დაამატეთ
- 10-15 წუთი დახურული ხუფით ხარშეთ
-  ბრინჯი ნაკლებად დარბილებული და ცოტა წვნიანი უნდა იყოს






ბულგარული წიწაკის წვნიანი

ინგრედიანტები

1 წითელი ბულგარული წიწაკა
1 პატარა სტაფილო
1 პატარა კარტოფილი
1 პატარა ხახვი
1 ჩ/კ ბრინჯი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
300 მლ ქათმის ბულიონი

მომზადება

- წიწაკა გაასუფთავეთ და მთლიანი დატოვეთ
- სტაფილო და კარტოფილი დაჭერით
- ხახვი წვრილად დაჭერით
- ხახვი, კარტოფილი და სტაფილო ზეითუნის ზეთში 1 წუთი მოთუშეთ
- წიწაკა და ბრინჯი დაამატეთ
- ბულიონი დაამატეთ და 20 წუთი ხარშეთ
- შემდეგ წითელი წიწაკა ამოიღეთ, ქერქი მოაცალეთ და ისევ ქვაბში ჩააბრუნეთ
- ერთგვაროვანი მასა მიიღეთ ბლენდერის საშუალებით



13 Haziran 2017 Salı

რეცეპტები 9-12 თვე (ნაწილი 4)

მწვანე ლობიო ფარშით

ინგრედიანტები

200 გრ მწვანე ლობიო
1 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1 პატარა კარტოფილი
1 დიდი პამიდორი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
60 გრ ფარში (უცხიმო)
500 მლ წყალი

მომზადება

- მწვანე ლობიოს გვერდები ჩამოათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით
- ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით
- კარტოფილი პატარა კუბიკებად დაჭერით
- პამიდორი გაფრცქვენით და პატარა კუბიკებად დაჭერით
- ხახვი და ნიორი ზეითუნის ზეთში 1-2 ჯერ შემოატარეთ
- ზემოდან ფარში დაამატეთ და 1  წუთი განმავლობაში შუშეთ
- კარტოფილი, მწვანე ლობიო და პამიდორი დაამატეთ
- წყალი დაამატეთ და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ







მწვანე ლობიო 2

ინგრედიანტები

4-5 ცალი მწვანე ლობიო
1 პატარა სტაფილო
1 პატარა ყაბაყი
1 პატარა კარტოფილი
1 პამიდორი
1 წითელი წიწაკა
1 პატარა ხახვი
2 კბილი ნიორი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
500 მლ წყალი

მომზადება

- ყაბაყი, სტაფილო და კარტოფილი მრგვლად დაჭერით
- მწვანე ლობიოს გვერდები ჩამოათალეთ და შუაზე გაჭერით
- წითელი წიწაკა შუაზე გაჭერით 
- პამიდორი გაფრცქვებით და კუბებად დაჭერით
- ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და ზეითუნის ზეთში შემოატარეთ
- დაჭრილი ბოსტნეული დაამატეთ და 1-2 წუთი მოთუშეთ
- წყალი დაამატეთ და 20 წუთი ხარშეთ




12 Mayıs 2017 Cuma

რეცეპტები 9-12 თვე (ნაწილი 3)

პრასის წვნიანი

ინგრედიანტები

1 პატარა პრასის თეთრი ნაწილი
1/2 პატარა კარტოფილი
1/2 სტაფილო
1 ჩლ ბრინჯი
2 ჩკ ზეითუნის ზეთი
300 მლ ქათმის ბულიონი

მომზადება

- პრასი წვრილად დაჭერით
- კარტოფილი და სტაფილო პატარა კუბებად დაჭერით
- პრასი, კარტოფილი და სტაფილო ზეითუნის ზეთში ერთი ორჯერ დავატრიალოთ
- ბრინჯი და ბულიონი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ვხარშოთ.
- დავაბლენდეროთ და ერთგვაროვანი მასა მივიღოთ / კრემსუფი/



ნიახურის ფესვები

ინგრედიანტები

1 პატარა ნიახურის ფესვი
1 პატარა სტაფილო ან 50 გრ გოგრა
1 სკ ბრინჯი
1/2 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ფორთოხლის წვენი
150 მლ წყალი

მომზადება

- ნიახურის ფესვები, სტაფილო ან გოგრა პატარა კუბებად დაჭერით
- ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით
- ხახვი და სტაფილო ზეითუნის ზეთში ერთი ორჯერ შემოატარეთ
-ზემოდან ნიახურის ფესვი და ბრინჯი დაამატეთ
- ფორთოხლის წვენი და წყალი დაამატეთ
- დაბალ ცეცხლზე  20 წუთი ხარშეთ


10 Mayıs 2017 Çarşamba

რეცეპტები 9-12 თვე (ნაწილი 2)

ბოსტნეულის ტოლმა

ინგრედიანტები

2 პატარა მწვანე ან წითელი ბულგარული წიწაკა
1 პატარა ყაბაყი
60 გრ უცხიმო ფარში
1/2 ყავის ჭიქა ბრინჯი
1/4 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
ცოტა ოხრახუში ან პიტნა
1/2 პამიდორი
2 სკ ზეითუნის ზეთი
300 მლ წყალი

მომზადება

- წიწაკას თავები მოვაჭრათ და შიგნიდან გავასუფთავოთ
- ყაბაყი შუაზე გავჭრათ და გამოვშიგნოთ
- ბრინჯი გავრეცხოთ და გადავწუროთ
- პამიდორი გავხეხოთ
- ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ
- ფარშს ბრინჯი, ხახვი, ზეითუნის ზეთი, პამიდორი, ოხრახუში ან პიტნა დავუმატოთ და კარგად ავურიოთ
- წიწაკა და ყაბაყი ფარშით ამოვავსოთ, ზემოდან წიწაკის ნაჭრები დავაფაროთ.
- წყალი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ვხარშოთ
- გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მაწონთან ერთად აჭამოთ.




ისპანახის ტოლმა

ინგრედიანტები

1კონა ისპანახი
100 გრ უცხიმო ფარში
1/4 ხახვი
1 კბილი ნიორი
1/4 ყავის ჭიქა ბრინჯი
100 გრ გახეხილი პამიდორი
1-2 ღერო ოხრახუში
2 ჩკ ზეითუნის ზეთი
250 მლ წყალი

მომზადება

- ისპანახის ფოთლები სათითაოდ გავრეცხოთ, ძმრიან წყალში 15 წუთი გავაჩეროთ  და შემდეგ კიდევ გავრეცხოთ
- ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ
- ბრინჯი გავრეცხოთ და გადავწუროთ
- ფარშს ბრინჯი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ზეითუნის ზეთი და პამიდორი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ
- ისპანახის პურცლები ადუღებულ წყალში ცავალაგოთ და ამოვიღოთ
- ფარში ისპანახის ფოთლებში გავახვიოთ და პატარა ქვაბში ჩავაწყოთ
- წყალი დავამატოთ  და 25-30 წუთი ვხარშოთ


9 Mayıs 2017 Salı

რეცეპტები 9-12 თვე (ნაწილი 1)

გუფთა

ინგრედიანტები

100 გრ უცხიმო ფარში
1/4 პატარა ხახვი
1 პატარა სტაფილო
1 პატარა კარტოფილი
1 სკ ბრინჯი
1-2 ღერო ოხრახუში
1 სკ ზეითუნის ზეთი
1 სკ ფქვილი
ხმელი პიტნა
ცოტა cummin
500 მლ წყალი

მომზადება

-ხახვი დავჭრათ წვრილად
- კარტოფილი პატარა კუბებად, სტაფილო ორად ჩავჭრად და ისე დავჭრათ
- ბრინჯი გავრეცხოთ და გავწუროთ
- ოხრახუში წვრილად დავჭრათ
- ფარშს ხახვი, ბრინჯი, ოხრახუში, ზეითუნის ზეთი და cummin დავუმატოთ და ერთგვაროვან მასად ვაქციოთ.
- პატარა ბურთის ფორმა მივცეთ, ფქვილში ამოვავლოთ და ცალკე დავალაგოთ
- ადუღებულ წყალში ჯერ სტაფილო, შემდეგ კარტოფილი დავუმატოთ და 15 წუთი ვხარშოთ.
- შემდეგ ფარშის ბურთულები დავამატოთ და 15 წუთი კიდევ ვხარშოთ
- ხარშვის შემდეგ ზემოდან ხმელი პიტნა მოვაყაროთ
- ჩანგლით დავჭყლიტოთ და ისე ვაჭამოთ პატარებს.



8 Mayıs 2017 Pazartesi

რეცეპტები 6-9 თვე (ნაწილი 6)

თევზის წვნიანი

ინგრედიანტები

50 გრ თეთრ ხორციანი თევზი
1/2 პატარა კარტოფილი
1/2 სტაფილო
1 პატარა პრასის თეთრი ნაწილი ან 1 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1-2 ღერო ოხრახუში
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 სკ ლიმონი
250 მლ წყალი


მომზადება

-კარტოფილი და სტაფილო პატარა კუბიკებად დაჭერით.
- პრასის თეთრი ნაწილი მთლიანი დატოვეთ/

ორთქლზე

ბოსტნეული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ და ზემოდათ გასუფთავებული თევზი მოათავსეთ.
ზემოდან ზეითუნის ზეთი და ლიმონი მოატარეთ და 20-25 წუთი ხარშეთ.

ქვაბში

-ხახვი,ნიორი და სტაფილო ზეითუნის ზეთში ერთი ორჯერ დაატრიალეთ.
- ზემოდან დანარჩენი ბოსტნეული , თევზი და წყალი დაამატეთ.
- დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ.
- თქვენი პატარის განვითარებიდან გამომდინარე დაუჭყლიტეთ ან დაუბლენდერეთ.




მაწვნის წვნიანი

ინგრედიანტები

1 სკ ბრინჯი
2 სკ მაწონი
1/2 სკ ფქვილი
1/2 კვერცხის გული
1 სკ ზეითუნის ზეთი
500 მლ წყალი
პიტნა
ლიმონი

მომზადება

- ბრინჯი მოვხარშოთ ცალკე 500 მლ წყალში
- მოხარშული ბრინჯის წვენიდან 2-3 კოვზი ავიღოთ და ფქვილი გავხსნათ.
- მაწონი ცალკე ჯამში გავთქვიფოთ და გახსნილი ფქვილი დავამატოთ.
- ცალკე გათქვეფილი კვერცხის გული დავამატოთ და კარგად ავთქვიოთ.
- გემოვნების მიხედვით 2 სკ ლიმონი
- დავამატოთ ბრინჯიან წყალში და ვურიოთ.
- ამოვადუღოთ და შემდეგ პიტნა და ზეითუნის ზეთი დავამატოთ.


16 Mart 2017 Perşembe

მამა

მახსოვს ცაზე დანახულ ყველა თვითმფრინავს ხელს ვუქნევდი, მეგონა მამა იჯდა იქ.
ყოველ ღამე იმ იმედით ვიძინებდი რომ დილით მამა გამაღვიძებდა.
ერთხელ ახალ გაღვიძებულს მეგონა მამა მოვიდა მაგრამ მამიდაშვილი იყო რომელიც ძალიან გავდა მამას..
ახალ წელს აივანზე ნაპოვნი საჩუქრები სულ მამასგან მეგონა.

ყოველთვის მაკლდა მამა, ახლა ყველაზე მეტად...
რომ ეცხოვრა ვიცი ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ვიცი ყველაზე ძალიან ვუყვარდი აი ისე მე რომ მეთე მიყვარს.
მე არ მქონია იმის დრო რომ მამა შემყვარებოდა, არც იმის დრო რომ მამა დამეძახა ან მე არ მახსოვს..
ერთადერთი მოგონება რაც ყველაზე ნათლად ახსოვს ჩემს გონებას არის ხალხით სავსე სახლი, დიდ ოთახში უმოძრაოდ მწოლიარე მამა და ჩემსკენ გიჟივით გამოვარდნილი ქალი ოთახში არ შესაშვებად, მგონი მამიდაჩემი..

დღეს ბენდიერი ვიქნებოდი გვერდით მყოლოდა, ჩავხუტებოდი და დაბადების დღე მიმელოცა, მეთქვა რომ მიყვარს...







26 Şubat 2017 Pazar

Bye bye მაწოვარა (საწოვარა) !



სანამ მეთე დაიბადებოდა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ არასოდეს მიმეცა მაწოვარა. და ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ამ ნათქვამის გადაყლაპვაც მომიხდა.
დაიბადა ბუთქუნა , უწყინარი ბავშვი და სულ რამოდენიმე დღეში აღმოჩნდა რომ კოლიკს ვებრძვით. ყველაფერთან ერთად უნდოდა სულ ეწოვა,
ვიჯექი ხოლმე ასე საათობით, ვკითხულობდი წიგნებს, ვუყურებდი ფილმებს, მაგრამ ძალიან ვიღლებოდი და ვიფიტებოდი.
საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მხოლოდ მაწოვარა გადამარჩენდა მაგრამ ნურას უკაცრავად. უამრავი მაწოვარა ვცადეთ, კაუჩუკის, სილიკონის, მრგვალ თავიანი, ასეთი ისეთი მაგრამ უშედეგოდ. მეც ჩავიქნიე ხელი, მერე ცოტა წამოიზარდა კიდეც და ამოვისუნთქე.
წლის რომ გახდა ძუძუს ძილში გადასასვლელად იყენებდა და ისევ დაიწყო ის დაუსრულებელი წოვებები, ღამე გამოღვიძებები.
აი ერთ დღესაც გაიღვიძა და არც ძუძუ ჩაიდო პირში.
რატომ გადავწყვიტე რომ მაწოვარა მიმეცა არ მახსოვს მაგრამ მივეცი.
უმეტესად ძილის წინ , ხანდახან დღისითაც თხოულობდა.
აგერ უკვე 23 თვისაა , რამოდენიმეჯერ მაწოვარას გარეშე ჩაეძინა და მეც გადავწყვიტე რომ თავის დანებების დრო დადგა.
პარალელურად ვკითხულობდი გამოცდილი დედის და ჩემი საყვარელი ახალბედა მწერლის Şermin Çarkacı-ს წიგნს - 'კარგი რჩევები ''ცუდი ჩვევებისთვის'' '.
მივადექი თავს მაწოვარის შესახებ და ისე აეწყო რომ ვეღარ გავაგრძელე კითხვა.
ამასობაში 3-4 დღე მეთემ ისე დაიძინა რომ მაწოვარა არ მოუთხოვია.
ერთი ორჯერ იკითხა და ვუთხარი რომ დაიკარგა, მგონი ჩიტმა თავის შვილს წაუღო.
არვიცი რამდენად სწორია მაგრამ არ გაუპროტესტებია და მეტჯერ არც მოუკითხავს.
გარშემო ყველა გავაფრთხილე რომ მაწოვარა - მემე-  არ ეხსენებინათ და მეთესაც არ გახსენებოდა.
აგერ უკვე 10 დღეა ჩვენს ცხოვრებაში მაწოვარა აღარ არსებობს.
ეს ეტაპიც ისევე უპრობლემოდ გადავლახეთ როგორც ძუძუზე თავის დანებება.
ცოტა რომ გამოთბება საფენის ჯერიც დადგება :)

პ.ს ამ წიგნს შიშით ვეღარ ვაგრძელებ არ მინდა მაგია დაირღვეს :)

პ.ს მაწოვარა / საწოვარა ვისაც როგორ გაგიხარდებათ :)


24 Şubat 2017 Cuma

რეცეპტები 6-9 თვე (ნაწილი 5)



ოსპის წვნიანი საზაფხულო ბოსტნეულით


ინგრედიანტები

1 ს/კ წითელი ან ყვითელი ოსპი
1 ს/კ ბრინჯი
1/2 პატარა კარტოფილი
1/2 სტაფილო
1/2 ყაბაყი
1/4 პამიდორი
1/4 ხახვი
1 კბილი ნიორი
1-2 ღერი ოხრახუში
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
30 გრ ხბოს ან ქათმის ხორცი
500 მლ წყალი


მომზადება

ოსპი და 10 წუთი მოხარშეთ და გადაწურეთ.
ბოსტნეული გაფრცქვენით და დაჭერით.
ხორცი წვრილად დაჭერით.

ორთქლზე

ბრინჯი წინასწარ მოხარშეთ 10 წუთი. ყველაფერი ორთქლის აპარატზე მოათავსეთ და ზემოდან ზეითუნის ზეთი მოატარეთ. სულ ზემოდან ხორცი დადეთ. 30 წუთი მოხარშეთ. სქელი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

ქვაბში

ხახვი, სტაფილო და ნიორი ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. ბოსტნეული, ბრინჯი, ოსპი , ხორცი და წყალი დაამატეთ. 30 წუთი დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. სურვილისამებრ ხახვი და ნიორი დატოვეთ ან ამოიღეთ და შემდეგ დააბლენდერეთ.

 - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


ოსპის წვნიანი ზამთრის ბოსტნეულით


ინგრედიანტები

1 ს/კ წითელი ან ყვითელი ოსპი
1 ს/კ ბრინჯი
1/2 პატარა კარტოფილი
1/2 სტაფილო
1 ნაჭერი ნიახურის ფესვი ან ბროკოლი
1-2 ღერი ისპანახი
1/4 ხახვი ან პრასის თეთრი ნაწილი
1 კბილი ნიორი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
30 გრ ხბოს ან ქათმის ხორცი
500 მლ წყალი


მომზადება

ოსპი 10 წუთი მოხარშეთ და გადაწურეთ.
კარტოფილი, სტაფილო და ნიახურის ფესვი კუბებად დაჭერით.
ხახვი და ნიორი გაფრცქვენით და მთლიანი დატოვეთ.
პრასი თუ უნდა იხმაროთ ხახვი არ არის საჭირო.
ხორცი წვრილად დაჭერით.

ორთქლზე

ბრინჯი 10 წუთი მოხარშეთ წინასწარ.
ბოსტნეული ორთქლის აპარატზე მოათავსეთ.
ზემოდან ბრინჯი, ოსპი და ხორცი მოათავსეთ.
ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
თბილი წყალი დაამატეთ და დააბლენდერეთ.

ქვაბში

ხახვი, ნიორი და სტაფილო ზეითუნის ზეთში მოთუშეთ.
ხორცი, ბოსტნეული , ოსპი , ბრინჯი და წყალი დაამატეთ.
დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ხარშეთ.
სურვილისამებრ ხახვი და ნიორი დატოვეთ ან ამოიღეთ და შემდეგ დააბლენდერეთ.

23 Şubat 2017 Perşembe

რეცეპტები 6-9 თვე (ნაწილი 4)



გოგრის წვნიანი (ვარიანტი 1)

ინგრედიანტდები

100 გრ გოგრა
1 პატარა კარტოფილი
1 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
300 მლ წყალი / ქათმის ბულიონი

მომზადება

კარტოფილი და გოგრა კუბიკებად დაჭერით.
ხახვი ოთხად გაყავით, ნიორი მთლიანი ჩააგდეთ.

ორთქლზე

ორთქლის აპარატზე მოამზადეთ პროდუქტები, ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 20 წუთი ხარშეთ.  სურვილისამებრ ხახვი და ნიორი ამოიღეთ ან დატოვეთ,  წყალი / ქათმის ბულიონი დაამატეთ და დააბლენდერეთ.


ქვაბში

ხახვი და ნიორი ზეითუნის ზეთში ცოტა მოთუშეთ/ გოგრა, კარტოფილი და წყალი/ ქათმის ბულიონი დაამატეთ. დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ.


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

გოგრის წვნიანი (ვარიანტი 2)

ინგრედიანტდები

100 გრ გოგრა
1/2 პრასის თეთრი ნაწილი
2 ს/კ წითელი ოსპი
2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
400 მლ წყალი


მომზადება

გოგრა კუბებად დაჭერით.
პრასი წვრილად დაჭერით.
წითელი ოსპი 10 წუთი ხარშეთ და გაწურეთ.


ორთქლზე

გოგრა, პრასი და ოსპი ორთქლის აპარატზე მოათავსეთ. ზემოდან ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 20 წუთი ხარშეთ. შემდეგ წყალი დაამატეთ და დააბლენდერეთ.

ქვაბში

გოგრა და პრასი ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. წითელი ოსპი და წყალი დაამატეთ. 20 წუთის განმავლობაში ხარშეთ.