11 Kasım 2015 Çarşamba

'მამა'კაცი

ყველა ოჯახი თუ არა დიდი ნაწილი სიყვარულით იქმნება. თუმცა შემდეგ ყოფითი პრობლემები, კონფლიქტები,მოკლედ არა თანაბრად გადანაწილებული უღელი ბზარს უჩენს და ხანხადან ნგრევისკენაც მიყავს გრძნობა..

ჩემთვის გაუგებარია ქალის და კაცის საქმე რას ნიშნავს ოჯახში.
რატომ უნდა ალაგებდეს სახლს მარტო ქალი როცა ამ სახლში მასთან ერთად ქმარიც ცხოვრობს.
ან რატომ უნდა აკეთებდე საჭმელს მარტო ქალი როცა ასევე ქმარიც ჭამს ..
მარტო ქალს აქვს სარეცხი გასარეცხი? არ შეიძლება ქმარმაც გარეცხოს და დააუთოვოს?

ბავშვი მარტო დედისაა? რატომ უნდა უთენოს და უაროს მარტო დედამ..
მამას რა ფუნქცია აქვს აბა?
გვესმის სიტყვა 'მამა'კაცი-ს დატვირთვა?
რატომ ვეძახით მეორე ნახევარს 'მეუღლეს', იმიტომ რომ მარტო ჩვენ ვზიდოთ ცხოვრება?

ეს ისე შესავლისათვის და ჩემი 'მეუღლის' სიყვარულსა და ჩემს სწორ გადაწყვეტილებაში საბოლოოდ ორსულობისას დავრწმუნდი.

სხვისი არვიცი მაგრამ მე-7 კვირიდან ბოლო 41-ე კვირამდე საშინელი ტოქსიკოზი მქონდა ამიტომ ვერც ვჭამდი და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი. ამას დაემატა ფეხზე ნერვის ანთება რომელმაც 2 თვე გამაწამა და 1 თვე საერთოდ ფეხს ვერ ვადგამდი ტკივილისაგან.
და ამ ყველაფერთან ერთად კვირის ექვსი დღე სამსახურში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი და მოწოლილი ჰორმონები.
ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ მიადვილებდა ცხოვრებას ადამინი რომელსაც ჩემი მეუღლე ქვია. არ ქონდა მნიშვნელობა იმას თუ რომელზე მოდიოდა სახლში ყოველთვის  ალაგებდა სახლს, ფენდა და აუთოვებდა სარეცხს, ჭურჭელს აბინავებდა მანქანიდან, ფანჯრებსაც კი წმენდდა..მოკლედ აკეთებდა ყველაფერ იმას რასაც ადრე ვაკეთებდი მე, თუმცა ასეთი დოზით არა მაგრამ ადრეც სულ მეხმარებოდა სახლის საქმეში. და ყველაზე მთავარი ის არის რომ არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია ამ ყველფრის კეთებისას.

მეთეს დაბადების შემდეგ ჯერ ის არ გვქონდა გააზრებული რომ მშობლები გავხდით უცბად უძილო და გრძელი ღამეები დაიწყო.მიუხედავათ იმისა რომ ერჰანი დილით ადრე სამსახურში წასული საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა ყოველ ორ საათში ერთხელ ჩემთან ერთად იღვიძებდა, განიცდიდა და ტიროდა ჩემთან ერთად როცა მეთეს გაზები აწუხებდა. დამხმარე არავინ გვყავდა და ამიტომ ხანდახან მოთმინება დაკარგულები ისევ ერთმანეთის დამშვიდებაში ვიყავით.
მოკლედ არა მარტო იღვიძებდა უცვლიდა, აბანავებდა. ჩემ გამოწველილ რძეს აჭმევდა რომ მე ცოტა მეტი დამეძინა.

დღეს ჩვენი ბიჭი 8 თვის გახდა და არაფერი შეცვლილა. ისევ ისე აბანავებს, აჭმევს, უცვლის, ეთამაშება.
ამასთან ერთად იცის ის რომ ჩემი homeoffice მუშაობა სულაც არ ამსუბუქებს დატვირთვას, პირიქით უფრო მომემატა სამუშაო.. სამი სრული განაკვეთით ვმუშაობ როგორც დედა, დიასახლისი და იმპორტის მენეჯერი. ამიტომ სახლში სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მაგრამ მაინც დიდი სითბოთი მეხმარება სახლის საქმეში.

მეთეს არა მარტო გაზრდაში არამედ აღზრდაში დიდ როლს თამაშობს.
ბიჭი მაგალითად ყოველთვის მამას იღებს, ხასიათში ძალაუნებურად უჯდება მთავარი ნიუანსები.
ამიტომ მიხარია ის რომ მეთე მომავლში შესანიშნავი  მეუღლე და მამა იქნება ისეთი როგორიც მამამისია.
ეცოდინება ქალის პატივისცემა და თანადგობა.
ეცოდინება ის რომ კაცობა არ ნიშნავს დაჩაგრულ ქალს, პირიქით კაცობა ნიშნავს ბედნიერ ქალს.
ეცოდინება ის რომ არ არის ადვილი იყო 'მამა'კაცი !

სიტყვა მადლობა არც საკმარისია და ვერც გადმოსცემს იმ მადლიერებას რომელსაც მის მიმართ განვიცდი.
მაგრამ მაინც მადობა იმისათვის რომ ასე ვუყვარვარ და მხარში მიდგას.
მადლობა რომ ასეთი შესანიშნავი მეღლე და მეგობარია.
და რაც ყველაზე მთავარია მადლობა რომ ასეთი შესანიშნავი მამაა.








5 Kasım 2015 Perşembe

სულის სითბო და არა ვალდებულება..


შედარებით პატარა რომ ვიყავი მეგონა - რადგან ძნელია მოძებნო ქართველი რომელსაც უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული -ძალიან განათლებულები ვიყავით ეს ქართველები.. ამიტომ თურქებს სულ ზემოდან დავყურებდი რადგან დიპლომიანების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რატომღაც პირდაპირ კავშირში მეგონა ერთმანეთთან უნივერსიტეტი და განათლება. ბავშვის ჭკუას რა ვუთხარი :)
მაშ შემდეგ რაც დედა გავხდი ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, უფრო მწვავედ განვიცდი,აღვიქვამ და ვრეაგირებ.
საკმაოდ ვღიზიანდები ტენდენციით რომლითაც თანამედროვე მშობელბის უმეტესობაა გატაცებული.
მიუხედავად იმისა რომ თურქ ქალებს არ აქვთ იმდენივე შანსი განათლების მიღების როგორც ქართველებს ბევრად აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდის წვრილმანებში. ამას ისიც უწყობს ხელს რომ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია ზიარდება ძალიან პროფესიონალი პედიატრების , ფსიქოლოგების და ბავშვთა კვების სპეციალისტების მიერ.
ყოველ წამს შესაძლებელია მიიღო და გააზიარო საჭირო ინფორმაცია.

ჩვენთანაც არის ასეთი ტენდენციის ჩამოყალიბების მცდელობა..
მცდელობა იმიტომ რომ სასარგებლოზე მეტად მარიაჟობაზე და ერთმანეთის დამცირებაზე უფრო არის ორიენტირებული ეს ყველაფერი.
საწყენია..

ნუ გვავიწყდება რომ ჩვენ არ ვზრდით ბავშვებს.
ჩვენ ვზრდით მომავალ მშობლებს, მეუღლეებს, საზოგადოებას..
ჩევენ მომავალს ვქმნით!

იცით რომ 7 მილიარდი ადამიანის DNM -ის 99,99%  იდენტურია, განსახვავება მხოლოდ 0,01-შია. და ზუსტად ეს 0,01 განსახღვრავს იმას რიმ არცერთი ადამიანი მეორეს არ გავს და უნიკალურია. ანუ 7 მილიარდი კომბინაცია და უნიკალური ადამიანი.

ამ ფაქტს გავითვალისწინებთ სრულიად გასაგები და მისაღებია ჩემთვის რომ არავის არ ვგავარ და ზუსტად ისე არავინ ფიქრობს როგორც მე.
არავინ არავის არ გავს..
და ქალების, მარწუხებში მოქცეულ, დიდ ნაწილს რატომ გონიათ რომ ვიღაცის ორსულობა მეორისას უნდა გავდეს? თუ ერთი 9 თვის განმავლობაში სულ დაღლილად გრძნობდა თავს, ან სულ ფეხზე იდგა , სულ ჭამდა ან პირიქით,  ბოლო დღემდე მუშაობდა ან 9 თვე იწვა აშ რატომ გონიათ რომ სხვაც ასე უნდა იყოს?

რატომ გვინდა ყველა ჩვენი იდენტური იყოს?
რატომ ვღიზიანდებით როცა განსხვავებულ აზრს ვისმენთ?
რატომ გვინდა თავს ჩვენი მართალი მოვახვიოთ ყველას?
და რატომ გვგონია რომ მარტო ჩვენ ვაჩენთ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ბავშვს რომლის მსგავსიც აღარასდროს მოევლინება?

ყველა ბავშვი მართლაც სასწაულია მანამ სანამ ჩვენ დაობებულ აზროვნებას მოვახვევთ თავს.

ეს ორსულობის სტრესი თუ გადააგორეთ ნუ გგონიათ ყველაფერმა ჩაიარა..
მერე იწყება ვინ როგორ იმშობიარა, ვინ რამდენი საათი ტკივილი აიტანა და ვინ როგორ უმტკივნეულოდ იმშობიარა,,
რას ვაჯიბრებთ?
ჩემი ამტანობა და შენი ერთმანეთის შესაბამისია დავიჯერო?
ის რომ შენ ბუნებრივად გააჩინე და მე საკეისროთი ჩემზე უკეთესი რით ხარ?
ვინ მოგცათ უფლება განკიცხვის ?
რით ხართ ჩემზე უკეთესი..

ამანაც თუ ჩაიარა მერე იმას აჯიბრებენ ვის რამდენი პედიატრი ყავს და რამდენ უაზრო წამალს აძლევენ ბავშვს.
ვინ როგორ ადრე და სრულიად უაზროდ აჭამა ბავშვს მწვადი... თუ შეეწინააღმდეგე ირონიულად გეტყვიან რომ ყველაზე ძვირადღირებულ პედიატრთან დადიან და მან ასე ურჩია...

უამრავი ლიტერატურა არსებობს როგორც ბეჭდური ისე ვირტუალური, ცოტა ინფორმაცია მოვიძიოთ და მთლად ბრმადაც ნუ ვენდობით ექიმებს. ისიც გაითვალისწინეთ რომ ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმებით წერენ წამლებს მაშინ როდესა ძალიან მარტივი ხალხური რეცეპტით შეიძლება მორჩენა.

პატარა ასაკში გაუზრებლად გათხოვილები  მაშინვე ბავშს რომ აჩენენ და თითქოს არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდეთ ბავშვის მიმართ ისე აგრძელებენ ცხოვრებას რამდენად ნორმალურია?

მინდა გითხრათ რომ მარტო გაჩენა დედობას არ ნიშნავს..

ბავშვს პირევლი 2-3 წელი არაფერი ისე არ ჭირდება როგორც დედის სითბო.
დედა ჭირდება ბავშვს დედა !

რატომ გწყინთ როცა ძიძის ან ბებიის გაზრდილი ბავშვები არ გიჯერებენ და ისე არ იქცევიან როგორც თქვენ გაგიხარდებოდათ?!
არაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე როცა დედა ვალდებულია იმუშაოს მატერიალური მდგომარების გამო..
მერე ეს ძაან სვეცკობა ვაი მკერდი დამიპატარავდება რომ მოვაწოვო...
თავიდანვე მინდა გამოვყო ის დედები ვისაც უბრალოდ რძე არ აქვთ ან სხვა მიზეზების გამო ვერ აწოვებენ..
მეთეს შემდეგ ჩემი ცხოვრება მის გარშემო ტრიალებს და ერთი წამითაც არ მიფიქრია არ მომეწოვებინა მაშინაც კი როცა ტკივილისგან სული მიმწარდებოდა.
ძუძუს წოვების დროს დედასა და შვილს შორის ისეთი კავშირი მყარდება რომელსაც ვერაფრით ვერ შეცვლით. ამ დროს იბადება უძლიერესი სიყვარული.

ის რომ პირველი 6 თვე ბავშვს მხოლოდ დედის რძე ჭირდება(ფორმულა ძუძუთი კვების არ არსებობის შემთხვევაში) და არანაირი სხვა დამატებითი საკვები მთელ მსოფლიოში გამოკვლეული და მიღებულია.
მხოლოდ 6 თვის შემდეგ არის დასაშვები მინიმალური რაოდენობის საკვების მიცემა.
7 თვის ბავშვის კვების 85% პროცენტს ისევ დედის რძე უნდა შეადგენდეს და აშ.

ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი არ არის და დაინტერესების შემთხვევაში ინტერნეტის საშუალებით აურაცხებელი ინფორმაცია მოიძიებაა შესაძლებელი.

ყველაზე მთავარი აღზრდაა მაგრამ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან გრაფებს ცარიელს ტოვებ ბავშვების გაზრდაში ბუნებრივია რომ მათ აღზრდის მეთოდებშიც ეჭვი ეპარება ადამიანს..

ვვოტა გრძელი კი გამომივიდა მაგრამ უთქმელობა ვნებს ადამიანის ფსიქიკას :)