11 Kasım 2015 Çarşamba

'მამა'კაცი

ყველა ოჯახი თუ არა დიდი ნაწილი სიყვარულით იქმნება. თუმცა შემდეგ ყოფითი პრობლემები, კონფლიქტები,მოკლედ არა თანაბრად გადანაწილებული უღელი ბზარს უჩენს და ხანხადან ნგრევისკენაც მიყავს გრძნობა..

ჩემთვის გაუგებარია ქალის და კაცის საქმე რას ნიშნავს ოჯახში.
რატომ უნდა ალაგებდეს სახლს მარტო ქალი როცა ამ სახლში მასთან ერთად ქმარიც ცხოვრობს.
ან რატომ უნდა აკეთებდე საჭმელს მარტო ქალი როცა ასევე ქმარიც ჭამს ..
მარტო ქალს აქვს სარეცხი გასარეცხი? არ შეიძლება ქმარმაც გარეცხოს და დააუთოვოს?

ბავშვი მარტო დედისაა? რატომ უნდა უთენოს და უაროს მარტო დედამ..
მამას რა ფუნქცია აქვს აბა?
გვესმის სიტყვა 'მამა'კაცი-ს დატვირთვა?
რატომ ვეძახით მეორე ნახევარს 'მეუღლეს', იმიტომ რომ მარტო ჩვენ ვზიდოთ ცხოვრება?

ეს ისე შესავლისათვის და ჩემი 'მეუღლის' სიყვარულსა და ჩემს სწორ გადაწყვეტილებაში საბოლოოდ ორსულობისას დავრწმუნდი.

სხვისი არვიცი მაგრამ მე-7 კვირიდან ბოლო 41-ე კვირამდე საშინელი ტოქსიკოზი მქონდა ამიტომ ვერც ვჭამდი და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი. ამას დაემატა ფეხზე ნერვის ანთება რომელმაც 2 თვე გამაწამა და 1 თვე საერთოდ ფეხს ვერ ვადგამდი ტკივილისაგან.
და ამ ყველაფერთან ერთად კვირის ექვსი დღე სამსახურში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი და მოწოლილი ჰორმონები.
ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ მიადვილებდა ცხოვრებას ადამინი რომელსაც ჩემი მეუღლე ქვია. არ ქონდა მნიშვნელობა იმას თუ რომელზე მოდიოდა სახლში ყოველთვის  ალაგებდა სახლს, ფენდა და აუთოვებდა სარეცხს, ჭურჭელს აბინავებდა მანქანიდან, ფანჯრებსაც კი წმენდდა..მოკლედ აკეთებდა ყველაფერ იმას რასაც ადრე ვაკეთებდი მე, თუმცა ასეთი დოზით არა მაგრამ ადრეც სულ მეხმარებოდა სახლის საქმეში. და ყველაზე მთავარი ის არის რომ არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია ამ ყველფრის კეთებისას.

მეთეს დაბადების შემდეგ ჯერ ის არ გვქონდა გააზრებული რომ მშობლები გავხდით უცბად უძილო და გრძელი ღამეები დაიწყო.მიუხედავათ იმისა რომ ერჰანი დილით ადრე სამსახურში წასული საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა ყოველ ორ საათში ერთხელ ჩემთან ერთად იღვიძებდა, განიცდიდა და ტიროდა ჩემთან ერთად როცა მეთეს გაზები აწუხებდა. დამხმარე არავინ გვყავდა და ამიტომ ხანდახან მოთმინება დაკარგულები ისევ ერთმანეთის დამშვიდებაში ვიყავით.
მოკლედ არა მარტო იღვიძებდა უცვლიდა, აბანავებდა. ჩემ გამოწველილ რძეს აჭმევდა რომ მე ცოტა მეტი დამეძინა.

დღეს ჩვენი ბიჭი 8 თვის გახდა და არაფერი შეცვლილა. ისევ ისე აბანავებს, აჭმევს, უცვლის, ეთამაშება.
ამასთან ერთად იცის ის რომ ჩემი homeoffice მუშაობა სულაც არ ამსუბუქებს დატვირთვას, პირიქით უფრო მომემატა სამუშაო.. სამი სრული განაკვეთით ვმუშაობ როგორც დედა, დიასახლისი და იმპორტის მენეჯერი. ამიტომ სახლში სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მაგრამ მაინც დიდი სითბოთი მეხმარება სახლის საქმეში.

მეთეს არა მარტო გაზრდაში არამედ აღზრდაში დიდ როლს თამაშობს.
ბიჭი მაგალითად ყოველთვის მამას იღებს, ხასიათში ძალაუნებურად უჯდება მთავარი ნიუანსები.
ამიტომ მიხარია ის რომ მეთე მომავლში შესანიშნავი  მეუღლე და მამა იქნება ისეთი როგორიც მამამისია.
ეცოდინება ქალის პატივისცემა და თანადგობა.
ეცოდინება ის რომ კაცობა არ ნიშნავს დაჩაგრულ ქალს, პირიქით კაცობა ნიშნავს ბედნიერ ქალს.
ეცოდინება ის რომ არ არის ადვილი იყო 'მამა'კაცი !

სიტყვა მადლობა არც საკმარისია და ვერც გადმოსცემს იმ მადლიერებას რომელსაც მის მიმართ განვიცდი.
მაგრამ მაინც მადობა იმისათვის რომ ასე ვუყვარვარ და მხარში მიდგას.
მადლობა რომ ასეთი შესანიშნავი მეღლე და მეგობარია.
და რაც ყველაზე მთავარია მადლობა რომ ასეთი შესანიშნავი მამაა.








Hiç yorum yok:

Yorum Gönder