ალბათ ყველა დედამ იცის ეს სია მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი ბაიებისათვის 1 წლამდე (ჩემი აზრით რამოდენიმეს არ მიცემით არც არაფერი დაშავდბა) მავნებელი პროდუქტები.
- ძროხის რძე
- თაფლი
- მარილი
- შაქარი
- კაკაო ( შოკოლადი)
- ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები
- კვერცხის ცილა
- მარწყვი, კივი, პამიდორი.. მაღალი ალერგიის საფრთხის მატარებელი პროდუქტები
- მიწის თხილი, ბატიბუტი, კევი, თხილი, ნიგოზი .. დახრჩობის რისკის და მაღალი ალერგიის საფრთხის მატარებელი პროდუქტები (ნიგოზი და თხილი მე-9 თვიდან ექიმის ნებართვით დაფქვილი სახით შეგიძლიათ გაურიოთ საკვებში)
- კონსერვი, მწნილი და გაყინული საკვები
- ღვიძლი , კუჭი, ხაში და მსგავსი
- დიეტური საკვები
- სუნელები
ძროხის რძე - იწვევს ანემიას და ნაწლავებში ფარულ სისხლდენას.
დედის და ხელოვნური რძისგან განსხვავებით არ შეიცავს Omega-3 ve Omega-6-ს ამიტომ ხელს უშლის ტვინის უჯრედების , ნერვული სისტემის და მხედველობის განვითარებას.
ასევე იწვევს სასუნთქი გზების და ალერგიულ დაავადებებს.
ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს დ ვიტამინს და ფოსფორს რაც ძალიან აუცილებელია ახალშობილისათვის ამიტომ ხელს უშლის ძვლების ნორმალურ განვითარებას.
თაფლი - ალერგიულ რისკთან ერთად შეიცავს Clostridium botulinum რაც სხეულის პარალიზებას და სასუნთქი გზების ჩაკეტვას , უარეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. ( უფრო დეტალურად შემდეგ პოსტში)
მარილი - თირკმელებიდან მარილის გამოდევნა პირველ წლებში ძალიან მცირეა ამიტომ რა რაოდენობითაც არ უნდა იყოს ზიანს აყენებს პატარას თირკმელებს და არა მარტო.
შაქარი - ძნელი მოსანელებელი პროდუქტია. ამასთანავე კუჭში არსებულ მჟავებთან რეაქციაში შესვლით კუპრად გადაიქცევა. არანაირი კვებითი ღირებულება.
კაკაო - ალერგიულია და განსაკუთრებით სახიფათოა ასთმიანი პატარებისათვის.
ჩაი - ამცირებს ნაწლავებში რკინის შეწოვას და ასევე არ შეიცავს არანაირ სასარგებლო მინერალებს.
ყავა და გაზიანი სასმელები რომ მავნებელია ყველამ ვიცით და მგონი განმარტება არ არის საჭირო რატომ :)
კვერცხის ცილა - მაღალი ალერგიის რისკის მატარებელი და ასევე ძნელად მოსანელებელი პრდოდუქტია ამიტომ მხოლოდ მე-10 თვიდან 1/4 - ით შეგიძლიათ დაიწყოთ.
მიწის თხილი - 2 წლამდე სასტიკად არ შეიძლება მიცემა რადგან მიწის თხილის ალერგიას შეუძლია სასიკვდილო შედეგი მოიტანოს. ალერგიული ნიშნებია : თვალის, ცხვირის, სასის და ყელის ქავილი, ენის გასიება, ყელის გასიება, გულის რევა, გალურჯება, ხრიალი და შოკი.
Fast food , Cips , შოკოლადები - %100 არაჯანსაღი, მავნე პროდუქტი %1000 მიზიდულობის ძალით.
არ ვჭამ? სამწუხაროდ ვჭამ მაგრამ ძალიან იშვიათად და არა ჩემი შვილის თანდასწრებით.
არ ვჭამ? სამწუხაროდ ვჭამ მაგრამ ძალიან იშვიათად და არა ჩემი შვილის თანდასწრებით.
მე ვგიჟდები ჩემს შვილზე და უამრავ სურვილთან ერთად პირველ რიგში მინდა ჯანმრთელი მყავდეს.
ყველანაირად ვცდილობ და ვეცდები ვარიდო შოკოლადებს, კამფეტებს, გაზიან სასმელებს , Fast food-ს და არაჯანსაღ საკვებს.
გამოსავალი? - გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავები.
რეცეპტები ძალიან მარტივად შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიოთ.
რეცეპტები ძალიან მარტივად შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიოთ.


Hiç yorum yok:
Yorum Gönder