19 Ocak 2016 Salı
მომწონს დედობა
დღეს ნეტში ამ სურათს გადავაწყდი და კიდევ და კიდევ დავფიქრდი დედობაზე..
იმაზე რომ გააჩინო შვილი არ ნიშნავს იყო დედა..
ეს გრძნობა მთელი არსებით უნდა იყოს შენს სულში, გულში, გონებაში.
ყველაზე და ყველაფერზე, საკუთარ მე-ზე წინ უნდა იყოს.
სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, არა, არა..
9+10 თვეა ჩემი სული, გული და გონება მხოლოდ მეთეთი არის სავსე.
ბოლო ვერსიის დედობა ჩატვირთულა ჩემში და შეუჩერებლივ მუშაობს 24 საათი.
ვეძებ და ვერ ვპოულობ ძველ მე-ს..
არც არის საჭირო, ახალი გერდა მომწონს მე ძალიან.
დედობა მომწონს და მიყვარს მთელი არსებით.
Kaydol:
Kayıt Yorumları (Atom)

Hiç yorum yok:
Yorum Gönder