8 Haziran 2016 Çarşamba

ყველაზე საშინელი 24 საათი..

რამოდენიმე დღის წინ სამზარეულოში უზარმაზარმა შავმა ტარაკანამ გადამირბინა.
საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩვენთან დღემდე ვერ გავიგე.

მას შემდეგ რაც მეთემ საწოლიდან გადმოხტომა დაიწყო, მატრასი ძირს დავუდეთ და ისე ვაძინებთ. ამიტომ საკმაოდ შემეშინდა იმის გამო რომ ღამე ზედ არ ააცოცდებოდა და რამე შეიძლება დაშავებოდა.
თან ჩემს გადაჭარბებულ სისუფთავის სიყვარულს და მწერების შიშს თუ გავითვალიწინებთ ალბათ წარმოგიდგენიათ რაც მომივიდოდა.
ერჰანმა მწერების წამალი იყიდა და ღამე კარადის ქვეშ დავყარეთ.
მთელი დღე გამოკეტილი მქონდა სამზარეულოს კარები, საღამოსკენ წამლის აღება გადავწყვიტე.

აქვე მინდა ავღნიშნო რომ მეთემ რაც არ უნდა იპოვოს ძირს დაგდებული პირში არასოდეს იდებს და მაშინვე ჩემთან მოარბენინებს.

მეთეს სამზარეულოს უჯრებში ძალიან უყვარს თამაში (რა თქმა უნდა არაფერი სახიფათო არ დევს, ძირითადად ხელსახოცები, სილიკონის ფორმები და აშ)

სამზარეულოში შევედი თუ არა მეთეც უკან მომყვა და როგორც ყოველთვის თავისი საყვარელი მე2 უჯრა გამოხსნა და თამაში დაიწყო.
მე კი მტვერსასრუტის გამოსატანად ვანაში გავედი, წასვლა წამოსვლა სადღაც 40 ნაბიჯია, 30 წამი არც კი.
უკან მობრუნებულს მეთეს ხელები და პირი თეთრი ფხვნილით მოსვრილი დამხვდა, რანაირად მიწვდა ან რატომ ჩაიდო პირში არ ვიცი მაგრამ იმ წამს ტვინში მეხი დამეცა თითქოს. მაშინვე ხელ-პირი დავბანე , გულის ამორევა ვცადე მაგრამ არ ამოირია.
შემდეგ ერჰანს დავურეკე და საავადმყოფოში გავიქეცით.
სახლთან ახლოს კერძო საავადმყოფოა და იქ მივედით მაგრამ არ მიგვიღეს. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო საავადმყოფოში აგზავნიან თურმე.
სახლთან ყველაზე ახლოს მყოფში გავიქეცით.
სასწრაფოდ ყურადღება მოგვაქციეს.
წამალიც თან მქონდა წაღებული ამიტომ უფრო გაუადვილდათ მკურნალობის დანიშნვნა.
სისხლის აღება ორივე ხელიდან ცადეს, სადღაც 10-15 წუთი ატირეს და აწვალეს ბავშვი. ვენა ვერ უპოვეს და შემდეგ ფეხიდან აუღეს.
მე რომელიც ასეთ შემთხვევებში საკმაოდ ცივსისხლიანი ვარ ხოლმე სულ ავკანკალდი.
შემდეგ ფილტვები გაუშუქეს და 'სუფთა ნახშირი' წვენში გარევით მიმაცემინეს.
წყლის დალევას ძლივს მივაჩვიე და ეს სითხე სადღაც ლიტრამდე იყო. შპრიცით სულ თამაშ-თამაშით ჩავასხით პირში.


საერთო პალატაში გადაგვიყვანეს და გვითხრეს რომ 24 საათი წასვლის უფლება არ გვქონდა. ასეთ შემთხვევბს პოლიცია აკონტროლებს და ჩვენი სურვილით საავადმყოფოს დატოვება არ შეგვეძლო. თუმცა არ კი გვიფიქრია წამოსვლა.

სისხლის და ფილტვის ანალიზები სუფთა მოვიდა.
შემდეგ წვეთოვანი დაუდგეს ასევე ფეხიდან ამიტომ ისედაც მოუსვენარი მეთე უფრო გაღიზინდა და სულ ხელში უნდოდა გვჭეროდა.
ვერც იძინებდა, ვერც თამაშობდა სამივენი დავიტანჯეთ.
განსაკუთრებით ძნელი ღამე იყო.
ცალკე იმის შიში რომ საკაცის ტიპი საწოლიდან არ გადმოვარდნილიყო.
ცალკე პალატაში არსებული ხმაურის გამო ძლივს დაძინებული ბავშვის გამოღვიძების ალბათობა.

და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირი ანალიზი სუფთა იყო, დაჩხვლეტილ ხელ-ფეხს და შემაწუხებელ წვეთოვანს თუ არ ჩავთვლით არაფერი აწუხებდა მეთეს ექიმები ხშირად გვიმორებდნენ იმას რომ შეიძლება უცბად გული გაუჩერდესო.

ჩემი აზრით ეს არის ყველაზე არაადამიანური, არაეთიკული, არაპროფესიონალური სიტყვები რაც შეიძლება საკმაოდ შეშინებულ მშობლებს უთხრა.

ამ ყველაფრის გამო ეს 24 საათი კოშმარად გვექცა. ყოველ წამს ვამოწმებდით მეთეს თუ როგორ გამოიყურებოდა , როგორ სუნთქვდა..

ასეთი განცხადებების შემდეგ კი დილამდე მხოლოდ სიცხის გაზომვით შემოიფარგლნენ რაც ასევე გასაგიჟებელი იყო.

შაბათს 19:45 ზე შევედით საავადმყოფოში, კვირას 18:00 ხელმორედ გაუკეთეს ანალიზები რომლებიც ასევე სუფთა აღმოჩნდა და 20:00 ზე გამოგვწერეს.

ეს იყო ყველაზე საშინელი 24 საათი ჩემს ცხოვრებაში..

მადლობა ღმერთს რომ მეთე ჯანმრთელი გვაყვს, სხვა რამის წარმოდგენაც კი არ მინდა..

მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო იმ პატარებს რომლებიც მსგავსი მიზეზებით და უფრო მძიმე შედეგებით იწვნენ მეთეს პალატაში.

მადლობა ყველა იმ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს ვინც მეთეს მიმართ ამხელა ყურადღება და სითბო გამოიჩინა, და გაგვამხნევა !



Hiç yorum yok:

Yorum Gönder