17 Nisan 2016 Pazar

მაწონი !

ზრდის პროცესში მყოფი პატარებისთვის კალციუმი ყველაზე მთავარი ვიტამინია.
მაწონი კალციუმის შემცველი პროდუქტების სიაში ერთ-ერთი მოწინავეა. მაწონი თავისი შემცველობით კალციუმის შეწოვას ზრდის. 
მდიდარი პროტეინის, B12 და B6 ვიტამინების წყაროა.
ასევე მაწონში არსებული პრობიოტიკების ძალაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მასში არსებული სასარგებლო ბაქტერიები საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას უწყობს ხელს. პატარებს რომელბსაც დამატებითი კვება ახლად აქვთ დაწყებული და საჭმლის მომნელებელი სისტემა ცვლილებას განიცდის მაწონი ყველაზე დიდი დამხმარეა.


ლაქტოზის შემცველი ძროხის რძე ძნელად მოსანებლობის გამო 1 წლამდე ბავშვებისთვის არ არის სასურველი. თუმცა მაწვნად გარდაქმნილი რძე სტრუქტურას იცლის და ლაქტოზა იხლიჩება. 
მაწონი რძის ყველა პლიუსს შეიცავს და ამსთან მოსანელებლადაც ძალიან მარტივია.


თუმცა თუ განსაკუთრებულად ალერგიული პატარა გყავთ მაშინ გირჩევთ ექიმს დაეკითხოთ.


თურქეთში ექიმები 4-6 თვიდან ურჩევენ დედებს მაწვნის მიცემას.

ასევე ამერიკელი და ევროპელი პედიატრებიც (წაკითხული სტატიებიდან და წიგნებიდან გამომდინარე) მე-6 თვიდან დასაშვებს ხდიან.

მე პირველად მე-7 თვეში მივეცი ჩემივე ჩადედებული მაწონი. 

  *ჩემი რეცეპტი : 1 ლტ რძეს ვადუღებთ და ცეცხლიდან ვიღებთ. თავიდან სასურველია ნაღები მოხადოთ. ცოტა შეაგრილეთ. ნეკა თითს 10 წამი თუ აჩერებთ რძეში ე.ი ჩადედების დროც დამდგარა :) 1 სუფრის კოვზ ნატურალურ მაწონს ვამატებთ და ვურევთ. სასურველ ჭურჭელში ვანაწილებთ. მე გაზქურის სინზე პირსახოცი დავაფინე, ზემოდან მაწვნის ჭურჭელი დავალაგე, ზემოდანაც პირსახოცით შევფუთე და გაზქურაში შევდგი. რა თქმა უნდა გამორთულ გაზქურაში, ნაკლები ჰაერის მოძრაობა რომ იყოს იმიტომ :) ღამე თუ მოამზადებთ დილისთვის უკვე ჩადედებული იქნება. უკეთესი შედეგისთვის დილით მაცივარში თუ შედებთ 1-2 საათი მით უკეთესი. გემრიელად მიირთვით. *




მეთე უკვე 13 თვის არის , დრო იმის რომ სახლში დავუმზადო მაწონი ნაკლები მაქვს. ჩვენ Sütaş Büyümix-ს ვხმარობთ. ზედვე აწერია რომ მე-6 თვიდან არის დაშვებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის თავადვე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ყველაფერს ძალიან მარტივად ინტერნეტის მეშვეობით.

ჩემთვის ჩემი შვილის ჯანსაღი და ნატურალური კვება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ამიტომ დეტალურად ვიძიებ ყველა დეტალს.


მაწონი 4ever  :)


Hiç yorum yok:

Yorum Gönder