ხილფაფებს სახლის პირობებში თავად ვუმზადებ.
კონსერვის მოხუფვის პრონციპით შეგიძლიათ რამოდენიმე პორცია მოამზადოთ და შეინახოთ.
საჭირო მასალა :Irmik როგორც თურქულიდან გადმოვთარგმნე არის მანი ფაფა,
თუმცა ფერით განსხვავდებიან.
მე ვფიქრობ მანის გამოყენებაც შეიძლება.
ინგლისურად -semolina
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ თუ რატომ ურჩევენ ექომები ამ პროდუქტის მიღებას.
ხილი- მე ჯერჯერობით ასეთი კომბინაციებით ვაკეთებ :
ვაშლი,
ვაშლი + მსხალი
მსხალი + ქლიავი
ვაშლი + მსხალი + კომში
ვაშლი + მსხალი + კივი + ბანანი
ზაფუხულში ატამი და გარგარიც მშვენიერი იქნება.
2 სუფრის კოვზ მანის ნახევარ ლიტრ წყალთან ერთად ვადუღებთ, შემდეგ დაბლენდერებულ ხილს ვურევთ და ერთხელ კიდევ წამოვადუღებთ (თუ იმავე დღეს ვაპირებ ვაჭამო მაშინ მოდუღებულ მანის ხილს ვამატებ, 1-2 ჯერ ვურევ და მორჩა). შემდეგ პატარა ქილებში გადაგვაქვს და ვხუფავთ ცხელს.
მეთეს ძალიან უყვარს, მშვენიერი გემო აქვს და მეც დიდი სიამოვნებით ვეცილები ხოლმე :)
ძირითადათ შუადღეს ან საღამოსკენ მიირთმევს.
გარეთ წასაღებადაც ძალიან მარტივია.
semolina მაკარონის წარმოებისთვის საჭირო ხორბლის დაფქვის და გაცრის შედეგად მიღებული პროდუქტია. მოყვითალო ფერის და ცოტა უხეშია. მაკარონის მთავარი ინგრედიანტია.
ყველამ ვიცით რომ პატარებს ენერგიისთვის ნახშირწყლების მიღება ესაჭიროება.
semolina თეთრ პურთან ანდა მაკარონდან შედარებით %73 შემცველობით მაღალი კვებითი ღირებულების მატარებელი ნახშირწყალია .
ასევე პროტეინს, მაგნიუმს, B1, B2, B6, E, PP ვიტამინებს შეიცავს.
ხარისხიანი ნახშირწყლების მოხმარება ყველაზე მეტად პატარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
მე-8 თვიდან ექიმები პატარების რაციონში შეტანას გვირჩევენ.
რაც შეეხება გლუტენს და მასზე ალერგიას ამ შემთხევავში ხორბალი, შვრია და ქერი, მათი შემცველი პროდუქტები ვნებს. დაავადება ძირითადად გენეტიკურია და წვრილი ნაწლავის დაავადება/ალერგიულობაა.
თუ თქვენი პატარა გლუტენის მიმართ ალერგიული არაა მაშინ შეგიძლიათ თამამად გაასინჯოთ ეს სასარგებლო ფროდუქტი.
Hiç yorum yok:
Yorum Gönder