14 Nisan 2016 Perşembe

The End - ძუძუთი კვება

ბევრი დედისგან მსმენია როგორ ეზიზღებათ და გულს ურევთ ძუძუთი კვება.. გაოგნებული ვუსმენ ან ვკითხულობ ხოლმე ამ ყველაფერს.

მიუხედავად იმისა რომ თავიდან ძალიან მტკივნეული და გაუსაძლისი დასაწყისი ქონდა ჩემთვის,  პირველი 6 თვე მხოლოდ ძუძუთი იკვება ჩემი ტკბილი ბიჭი,
შემდეგ %90, %80, %70 შევამცირეთ და დამატებითი კვებით ჩავანაცვლეთ.
11 თვისა დღეში 2 ჯერ დილით და ღამე ჭამდა მარტო ძუძუს.
მეთე 3 თვიდან თავის ოთახში წევს ამიტომ ზედმეტად გადაღლილს ყოველ ღამე ძუძუს გამო გაღვიძებულთან მისვლა ძალიან მქანცავდა.
მიუხედავად იმისა რომ მაწოვარა არანაირად არ გაიკარა და მეც დიდი მომხრე არ ვარ, მე-11 თვეში კიდევ ერთხელ გადავწყვიტე მიმეცა და ჰოი საოცრებავ უარი არ თქვა :)
ღამის გამოღვიძებებმა ძუძუსთვის იკლო და მერე გაქრა ახლა მხოლოდ იმიტომ იღვიძებს რომ მივიდე და გვერდით დავუწვე :)

დილით წოვასაც თავისით დაანება თავი, რამოდენიმეჯერ დავაძალე მაგრამ მაინც უარი თქვა. ასე და ამგვარად 1 წლის ასაკში მეთესთვის უმტკივნეულოდ მაგრამ ჩემთვის განცდებით დამთავრდა ძუძუთი კვების პროცესი. 2 წალმდე მინდოდა მეწოვებინა და თავს რამოდენიმე ხანი ცუდად ვგრძნობდი იმის გამო რომ მე მოვუმზადე ნიადაგი ამ ყველაფერს. თუმცა მეთე მშვენივრად გრძნობს თავს, ექიმის რჩევით 2 წლამდე დამატებით რძეს მივიღებთ, რომელიც ძალიან მოწონს (Aptamil N:4 ს ვხმარობთ )

იმედია თქვენი ძუძუს შეწყვეტის პროცესიც თქვენი პატარებისთვის ასეთივე უმტკივნეულო და მარტივი იქნება.



Hiç yorum yok:

Yorum Gönder