გოგრის წვნიანი (ვარიანტი 1)
ინგრედიანტდები
100 გრ გოგრა
1 პატარა კარტოფილი
1 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
300 მლ წყალი / ქათმის ბულიონი
მომზადება
კარტოფილი და გოგრა კუბიკებად დაჭერით.
ხახვი ოთხად გაყავით, ნიორი მთლიანი ჩააგდეთ.
ორთქლზე
ორთქლის აპარატზე მოამზადეთ პროდუქტები, ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 20 წუთი ხარშეთ. სურვილისამებრ ხახვი და ნიორი ამოიღეთ ან დატოვეთ, წყალი / ქათმის ბულიონი დაამატეთ და დააბლენდერეთ.
ქვაბში
ხახვი და ნიორი ზეითუნის ზეთში ცოტა მოთუშეთ/ გოგრა, კარტოფილი და წყალი/ ქათმის ბულიონი დაამატეთ. დაბალ ცეცხლზე 20 წუთი ხარშეთ.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გოგრის წვნიანი (ვარიანტი 2)
ინგრედიანტდები
100 გრ გოგრა
1/2 პრასის თეთრი ნაწილი
2 ს/კ წითელი ოსპი
2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
400 მლ წყალი
მომზადება
გოგრა კუბებად დაჭერით.
პრასი წვრილად დაჭერით.
წითელი ოსპი 10 წუთი ხარშეთ და გაწურეთ.
ორთქლზე
გოგრა, პრასი და ოსპი ორთქლის აპარატზე მოათავსეთ. ზემოდან ზეითუნის ზეთი მოატარეთ და 20 წუთი ხარშეთ. შემდეგ წყალი დაამატეთ და დააბლენდერეთ.
ქვაბში
გოგრა და პრასი ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. წითელი ოსპი და წყალი დაამატეთ. 20 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

Hiç yorum yok:
Yorum Gönder