
სანამ მეთე დაიბადებოდა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ არასოდეს მიმეცა მაწოვარა. და ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ამ ნათქვამის გადაყლაპვაც მომიხდა.
დაიბადა ბუთქუნა , უწყინარი ბავშვი და სულ რამოდენიმე დღეში აღმოჩნდა რომ კოლიკს ვებრძვით. ყველაფერთან ერთად უნდოდა სულ ეწოვა,
ვიჯექი ხოლმე ასე საათობით, ვკითხულობდი წიგნებს, ვუყურებდი ფილმებს, მაგრამ ძალიან ვიღლებოდი და ვიფიტებოდი.
საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მხოლოდ მაწოვარა გადამარჩენდა მაგრამ ნურას უკაცრავად. უამრავი მაწოვარა ვცადეთ, კაუჩუკის, სილიკონის, მრგვალ თავიანი, ასეთი ისეთი მაგრამ უშედეგოდ. მეც ჩავიქნიე ხელი, მერე ცოტა წამოიზარდა კიდეც და ამოვისუნთქე.
წლის რომ გახდა ძუძუს ძილში გადასასვლელად იყენებდა და ისევ დაიწყო ის დაუსრულებელი წოვებები, ღამე გამოღვიძებები.
აი ერთ დღესაც გაიღვიძა და არც ძუძუ ჩაიდო პირში.
რატომ გადავწყვიტე რომ მაწოვარა მიმეცა არ მახსოვს მაგრამ მივეცი.
უმეტესად ძილის წინ , ხანდახან დღისითაც თხოულობდა.
აგერ უკვე 23 თვისაა , რამოდენიმეჯერ მაწოვარას გარეშე ჩაეძინა და მეც გადავწყვიტე რომ თავის დანებების დრო დადგა.
პარალელურად ვკითხულობდი გამოცდილი დედის და ჩემი საყვარელი ახალბედა მწერლის Şermin Çarkacı-ს წიგნს - 'კარგი რჩევები ''ცუდი ჩვევებისთვის'' '.
მივადექი თავს მაწოვარის შესახებ და ისე აეწყო რომ ვეღარ გავაგრძელე კითხვა.
ამასობაში 3-4 დღე მეთემ ისე დაიძინა რომ მაწოვარა არ მოუთხოვია.
ერთი ორჯერ იკითხა და ვუთხარი რომ დაიკარგა, მგონი ჩიტმა თავის შვილს წაუღო.
არვიცი რამდენად სწორია მაგრამ არ გაუპროტესტებია და მეტჯერ არც მოუკითხავს.
გარშემო ყველა გავაფრთხილე რომ მაწოვარა - მემე- არ ეხსენებინათ და მეთესაც არ გახსენებოდა.
აგერ უკვე 10 დღეა ჩვენს ცხოვრებაში მაწოვარა აღარ არსებობს.
ეს ეტაპიც ისევე უპრობლემოდ გადავლახეთ როგორც ძუძუზე თავის დანებება.
ცოტა რომ გამოთბება საფენის ჯერიც დადგება :)
პ.ს ამ წიგნს შიშით ვეღარ ვაგრძელებ არ მინდა მაგია დაირღვეს :)
პ.ს მაწოვარა / საწოვარა ვისაც როგორ გაგიხარდებათ :)


Hiç yorum yok:
Yorum Gönder