ინგრედიანტები
2 პატარა მწვანე ან წითელი ბულგარული წიწაკა
1 პატარა ყაბაყი
60 გრ უცხიმო ფარში
1/2 ყავის ჭიქა ბრინჯი
1/4 პატარა ხახვი
1 კბილი ნიორი
ცოტა ოხრახუში ან პიტნა
1/2 პამიდორი
2 სკ ზეითუნის ზეთი
300 მლ წყალი
მომზადება
- წიწაკას თავები მოვაჭრათ და შიგნიდან გავასუფთავოთ
- ყაბაყი შუაზე გავჭრათ და გამოვშიგნოთ
- ბრინჯი გავრეცხოთ და გადავწუროთ
- პამიდორი გავხეხოთ
- ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ
- ფარშს ბრინჯი, ხახვი, ზეითუნის ზეთი, პამიდორი, ოხრახუში ან პიტნა დავუმატოთ და კარგად ავურიოთ
- წიწაკა და ყაბაყი ფარშით ამოვავსოთ, ზემოდან წიწაკის ნაჭრები დავაფაროთ.
- წყალი დავამატოთ და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ვხარშოთ
- გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მაწონთან ერთად აჭამოთ.
ისპანახის ტოლმა
ინგრედიანტები
1კონა ისპანახი
100 გრ უცხიმო ფარში
1/4 ხახვი
1 კბილი ნიორი
1/4 ყავის ჭიქა ბრინჯი
100 გრ გახეხილი პამიდორი
1-2 ღერო ოხრახუში
2 ჩკ ზეითუნის ზეთი
250 მლ წყალი
მომზადება
- ისპანახის ფოთლები სათითაოდ გავრეცხოთ, ძმრიან წყალში 15 წუთი გავაჩეროთ და შემდეგ კიდევ გავრეცხოთ
- ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ
- ბრინჯი გავრეცხოთ და გადავწუროთ
- ფარშს ბრინჯი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ზეითუნის ზეთი და პამიდორი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ
- ისპანახის პურცლები ადუღებულ წყალში ცავალაგოთ და ამოვიღოთ
- ფარში ისპანახის ფოთლებში გავახვიოთ და პატარა ქვაბში ჩავაწყოთ
- წყალი დავამატოთ და 25-30 წუთი ვხარშოთ


Hiç yorum yok:
Yorum Gönder