ალერგია
საკვების რაოდენობა და სახე დიდ როლს თამაშობს მყარი კვების დაწყებისას.
ასევე აუცლებელია სწორი დრო.
კვებითი ალერგიის შესამჩნევად კანს და განავალს უნდა დაუკვირდეთ.
კუჭის აშლილობა/შეკრულობა , შებერილობა , კანზე სიწითლე , ხრიალით სუნთქვა, გულის რევის შეგრძნება და რევა ალერგიული რეაქციის ნიშნებია.
თუ თქვენ ოჯახის წევრს რაიმე პროდუქტზე აქვს ალერგია, ადვილად შესაძლებელია რომ თქვენს პატარასაც იგივე პროდუქტზე ქონდეს ალერგია, გენეტიკა .
განსაკუთრებით აუცილებელია ექიმს გაუზიაროთ ეს ინფორმაცია ალერგიული მშობლების შემთხვევაში.
თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს ალერგია შვილში განმეორების ალბათობა %50 ია, ხოლო თუ ორივე მშობელს აქვს მაშინ %75.
დღეის ინფორმაციით ალერგიის ალბათობის მატარებელ ბავშვებისათვისაც კი მყარი კვების დაწყების ასაკი 6 თვეა.
თვალყურისათვის პროდუქტების 3 დღის წესით დაცვით მიცემა მნიშვნელოვანია.
ასევე ორი ახალი საკვების ერთდროულად მიცემა არ შეიძლება. მაგ. დაიწყეთ სტაფილოთი, 3 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ მიეცით მცირე რაოდენობით სტაფილო, შემდეგი 3 დღე ბროკოლი. ორივე ერთდროულად არა.
აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ ალერგიის ნიშნები ყოველთვის ალერგია არ ნიშნავს. მაგ. ისპანახის, ფორთოხლის, პომიდვრის ჭამის შემდეგ პირის გარშემო სიწითლე კანის გაღიზიანება და არა ალერგიაა.
ყველაზე ალერგიულო პროდუქტები
- ძროხის რძე
- სოია
- კვერცხი
- peanut
- ხორბალი
- ნიგოზი
- თევზი
- ზღვის სხვა პროდუქტები
- მარწყვი
- პომიდორი
- ცისტრუსები
ალერგიის თავიდან ასაცილებლად
- დედის რძე ალერგიის განვითარებას უშლის ხელს
- მყარ კვებაზე გადასვლა მე-6 თვიდან არის რეკომენდირებული
- ახალი ფროდუქტები ცალ-ცალკე და 3 დღის წესის დაცვით უნდა მივცეთ
- ძროხის რძე მხოლოდ 1 წლის შემდეგ შეიძლება მივცეთ (მაწონი 8 თვიდან http://metesmom.blogspot.com.tr/2016/04/blog-post.html)
- გენეტიკურად არსებული ალერგიის საფრთხის შესახებ ექიმს თავიდანვე აცნობეთ
საშუალო და მძიმე ალერგიული ნიშნის მატარებელი ბავშვები აუცილებელია სპეციალისტმა გასინჯოს. პირველი რაც შეიძლება გაკეთდეს არის ალერგიის გამომწვევი საკვების რაციონიდან ამოღება. დროთა განმვლობაში კანის და სისხლის ანალიზებით შეიძლება შემოწმდეს გაიარა თუ არა ალერგიამ.
1 წლამდე აკრძალული პროდუქტი
- ძროხის რძე
- თაფლი
- კვერცხის ცილა
- მარილი
- შაქარი
http://metesmom.blogspot.com.tr/2016/01/blog-post.html
გაგრძელება მე-4 ნაწილში :)

Hiç yorum yok:
Yorum Gönder