3 Kasım 2016 Perşembe

დამატებითი კვება - ნაწილი 2

მყარ კვებაზე გადასვლა ზოგისთვის გრძელი და დამღლელი, ზოგისთვისაც უმნიშვნელო დეტალია.
მთავარია გვახსოვდეს რომ ბავშვს არ უნდა დავაძალოთ ჭამა .

მნიშვნელოვანია დამატებითი კვება დავიწყოთ ბოსტნეულის პიურეებით და არა ხილის წვენით რადგან ადვილად მიიღოს ახალი გემო.
დასაწყისისთვის პიურე თხელი და ადვილად ჩასაყლაპი უნდა იყოს. შეგიძლიათ დედის რძით , ფორმულით ან წყლით გაათხელოთ.
დროთა განმავლობაში კარგია იკქნება თუ ნაკლებად ერთგვაროვან მასას შესთავაზებთ და ჩანგლით დაჭყლეტავთ.
ასევე კარგი იქნება თუ ხილს/ბოსტნეულს პირველად კარგად მოხარშულს, ხოლო შემდგომ ნაკლებ მოხარშულს მისცემთ.

ხილის და ბოსტნეულის მომზადების ყველაზე ჯანმრთელი გზა ორთქლია. ამ გზით კვებითი ღირებულება და ვიტამინები ნაკლებად იკარგება.
ორთქლზე მოსახარშად შეგიძლიათ გამოიყენოთ საწური ან სპეციალური აპარატი.




მეტალთან შეხებისას ხილი/ბოსტნეული კარგავს ვიტამინებს, ამიტომ კარგი იქნება თუ საჭრელად ფაიფურის, ხის ან პლასტმასის დანას გამოიყენებთ , ხოლო სახეხად სპეციალირო მინის სახეხი შეგიძლიარ გამოიყენოთ.





ხილი არა წვენის სახით არამედ რბილობთან ერთად გახეხილი უნდა მივცეთ. ადრე მყარ კვებაზე გადასვლა ხილის წვენით იწყებოდა. ალბათ ოჯახის უფროსების ამ გზისკენ მიგითითებენ მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ორგანიზმისთვის საჭირო ბოჭკო და ვიტამინები ხილის რბილობშია და არა წვენში. ასევე ხილის წვენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

პატარები მოუთმენლები არიან  , ამიტომ სანამ ყველაფერი მზად არ გექნებათ საკვებ სკმაზე არ დასვათ. დიდი ხნის ლოდინის და ჯდომის შემდეგ აუცილბლად დაიღლება და უარს გეტყვით ჭამაზე.
პირის საწმენდები და წინსაფრები მოიმარაგეთ.  :)
ამ ეტაპიდან შეგიძლიათ პლასტმასის ან სილიკონის წინსაფარი გამოიყონეთ , მარტივი გასარეცხია და ლაქებს არ იტოვებს. 
კარგი იქნება თუ სილიკონის პირიან, რბილ კოვზს გამოიყენებთ.

დაელოდეთ სანამ კარგად არ მოშივდება. 
შუალედები ბავშვის ასაკს და ნაჭამი საკვების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება.
ზოგადად 3 საათი უნდა იყოს.
თუ ფიქრობთ რომ წინა კვების დროს ნაკლები საკვები მიიღო და მოშივდება, მაშინ შემდეგი კვება 15-20 წუთით წინ გადმოწიეთ.


საჭმლის გადამუშავება

დამატებითი კვების დაწყების შემდეგ თქვენი პატარის განავალი მისი კვების სარკეა :)
ადვილად შეგიძლიათ განსაზღვროთ აქვს თუ არა მიდრეკილება შეკრულობის ან აშლილობისკენ. 
ნაჭამთან ერთან შეიცვლება ფერი, ფორმა და სუნი.
სახამბლით მდიდარმა კარტოფილმა, ბრინჯმა შეიძლება შეკრულობა გამოიწვიოს.
მწვანე მცენარეებმა შეიძლება განავლის ფერი მუქისკენ შეცვალოს. ასევე მწვანე მცენარეები შეკრულობის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ჭარხალმა, სტაფილომ შეიძლება წითელი ფერი მისცეს.
დიდი რაოდეობით ბოჭკოს შემცველი ბოსტნეულის ან ხილის მიღებისას შეიძლება ბოჭკო მთლიანად გამოიდევნოს. 
ნუ დაგავიჭყდებათ რომ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება და ნუ შეგეშინდებათ. :)


წყალი

მივცეთ თუ არა წყალი?

პირველი 6 თვე როცა თქვენი პატარა მხოლოდ დედის რძეს ან ფორმულას იღებდა წყლის საჭიროება არ იყო.
ახლა როცა მყარ კვებაზე გადასვლა დაიწყო აუცილებელია წყალი მივცეთ/ შევთავაზოთ.
კვების განმავლობაში ბოთლით ან კოვზით დრო და დრო მიეცით.
თუ უარს გეტყვით ნუ დააძალებთ.
ისევე როგორც დიდები , პატარებიც ზაფხულში უფრო მეტ წყალს სვავენ ვიდრე ზამთარში.


გაგრძელება მე-3 ნაწილში :)



Hiç yorum yok:

Yorum Gönder